კუნთების დაჭიმვა ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის მქონე ადამიანებში საკმაოდ, გავრცელებული პრობლემაა. თუმცა, განსაკუთრებით ხშირია ეს დისკომფორტი სპორტსმენებში და მოცეკვავეებში, რადგან არასწორმა მოძრაობამ მარტივად შეიძლება დაჭიმულობა გამოიწვიოს. კუნთის დაჭიმვა შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გავრცელდეს და ყოველდღიურ საქმიანობაში დისკომფორტი შეგვიქმნას.
რა იწვევს კუნთის დაჭიმვას?
კუნთები შესაძლოა დაგვეჭიმოს ცუდად ძილის, არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომის ან მოგზაურობის შემდეგ – ეს ყველასთვის ნაცნობი შეგრძნებაა. გარდა ამისა, კუნთის დაჭიმვას ძლიერი ფიზიკური დატვირთვაც იწვევს, რაც ძალიან მტკივნეულია. ზოგჯერ, კუნთის ქსოვილის დაზიანება გამოიხატება შესიებით. გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის გარდა, კუნთების დაჭიმვას იწვევს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
- პროფესიული საქმიანობა;
- ფიზიკური ვარჯიშების შესრულება გახურების გარეშე;
- ემოციური დაძაბულობა;
- არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომა/წოლა.
კუნთის დაჭიმვის სიმპტომები
კუნთის დაჭიმვას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს – შესაძლოა იყოს მწვავე, ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. როგორც წესი, კუნთების ტკივილი ხშირად ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ გამოწვეული დაჭიმულობის შედეგად ვლინდება.
რომელის კუნთის დაჭიმულობაა ყველაზე ხშირი?
ყველაზე ხშირია კისრის კუნთების დაჭიმულობა, რადგან სხეულის ამ ნაწილში მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები – რეცეპტორები. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. კისრის შემდეგ, კუნთის დაჭიმვა ყველაზე ხშირად ჩნდება ფეხებზე. ქვედა კიდურებში ამ პრობლემას როგორც წესი იწვევს სირბილი, ვარჯიში და სპორტული აქტივობები. თუმცა, ის შესაძლოა განვითარდეს უხერხული მოძრაობით ან ძლიერი დაღლილობითაც. კოჭის კუნთების დაჭიმულობა კი ხშირია სპორტსმენებში. ამ მდგომარეობას უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს მყესების დაზიანებაც.
კუნთის დაჭიმულობის მკურნალობა
კუნთებისთვის იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული. გარდა ამისა, ამ პრობლემის მოსახსნელად ვარჯიშების ოპტიმალური რაოდენობაც რეკომენდირებულია. კუნთების დაჭიმვის სამკურნალოდ ეფექტურია ფიქსატორების გამოყენება. ეს პროდუქტი ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს და აქტიურად გამოიყენება კუნთების დაჭიმულობის დროს. მაგალითად, თუ ბარძაყის კუნთში ტკივილს გრძნობთ,შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარძაყის კუნთის დამჭერი,რომელიც შეინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს და მოახდენს კუნთის საიმედო ფიქსაციას. მხრის კუნთების ფიქსაციისთვის – მხრის ფიქსატორები უნდა ატაროთ. ზოგადად, ამ პროდუქტებს აქვთ სპეციალური სილიკონის ან მეტალის ჩანართები დამატებითი მექანიკური ზემოქმედებისგან დასაცავად. ეს ორთოპედიული საშუალება არსებობს სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის, ამიტომ პრობლემის შესაბამისად მისი შერჩევა მარტივია.