მაჯის ტკივილი საკმაოდ, დიდი დისკომფორტის შემქმნელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი სახსარია. მაჯის ტკივილის დროს რთულია საგნები აწევა და ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება. მაჯის ტკივილი ყოველთვის არ მოითხოვს მკურნალობას. სახლის პირობებში ზოგჯერ ყინულის დადება და ტკივილგამაყუჩებლის მიღებაც საკმარისია. მაგრამ თუ ტკივილი და შესიება დიდხანს გაგრძელდა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს მაჯის ტკივილი?
არის შემთხვევები როდესაც მაჯის ტკივილი ნერვის ან მყესების დაზიანებას უკავშირდება, ზოგ შემთხვევაში კი მოტეხილობასა და ღრძობას. მოტეხილობა, რომელსაც მწვავე ტკივილი ახასიათებს, შეიძლება წარმოიშვას უეცარი შეჯახებით, დარტყმით ან დაცემით. მნიშვნელოვანია, რომ მოტეხილი ხელის მკურნალობა დროულად და სწორად მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლები სათანადოდ ვერ შეხორცდება – ეს კი შედეგად ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს. მაჯის ტკივილის გამომწვევი მიზეზებია:
- “თაგვის” სინდრომი – განმეორებითი მოძრაობებით არის გამოწვეული და უკავშირდება ისეთ პროფესიულ საქმიანობებს, როგორიცაა – კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა, ფერწერა, ხელსაქმე და სხვა. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს სმარტფონისა და ტაბლეტის ხშირი გამოყენებაც. მისი მკურნალობა კი გამომწვევი მიზეზისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
- გვირაბის სინდრომი – გამოწვეულია მაჯის არხში გამავალ შუათანა ნერვზე ზეწოლით. მას მგრძნობელობის დაკარგვა, ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება ახასიათებს. ეს კი,თავის მხრივ, მტევანს ასუსტებს და ქმნის დისკომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- ოსტეოართრიტი – სწრაფად პროგრესირებადი დაავადება და მნიშვნელოვანია, მისი დროულად აღმოჩენა და მკურნალობა. ეს არის დაავადებაა, რომელიც ხრტილის დეგენერაციულ ცვლილებებს უკავშირდება.მაჯის ოსტეოართრიტი იშვიათია და ყველაზე ხშირად პოსტ-ტრავმულ პერიოდთან არის ასოცირებული.
როგორი არის მაჯის სტრუქტურა?
მაჯა არის რთული სახსარი რომელიც შედგება ორ რიგად დაწყობილი 8 ძვლისგან. იოგები აკავშირებენ მაჯის ძვლებს ერთმანეთთან და მტევნის და იდაყვის ძვლებთან. მყესები აკავშირებენ ძვლებს და კუნთებს. მაჯის ნებისმიერი ნაწილის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი.
მაჯის ტკივილის მკურნალობა
მაჯის ტკივილს სხვადასხვა მეთოდით მკურნალობენ. ეს ძირითადად, დამოკიდებულია ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე. მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან დაჭიმულობის დროს ექიმები პაციენტებს იმობილიზაციისთვის მაჯის ფიქსატორების გამოყენებას ურჩევენ. ეს პროდუქტი, ეფექტურია მყესის ანთების, რევმატოიდური ართრიტის და რეაბილიტაციის პერიოდშიც. მაგრამ თუ არის ისეთი რთული მდგომარეობა როგორიცაა – მაჯის ძვლების დამტვრევა და ნაწილებად დაშლა – მაშინ ეს რა თქმა უნდა, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.