ოსტეოპოროზი არის ძვლოვანი სისტემის დაავადება, რომელსაც მინერალური შემადგნელობის ცვლილება ახასიათებს. ძვლის სისუსტის დროს მცირედი დატვირთვის გამო, კი მოტეხილობის რისკი იზრდება. ოსტეოპოროზი მსოფლიოში, არაინფექციურ დაავადებათა შორის გავრცელებით, მეოთხე ადგილზეა. ამ დიაგნოზით სულ 3 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული და ძირითადად, მისი გამოვლენა უფრო ხშირია 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში.. სტატისტიკურად კი, დიაგნოზი ყოველ მესამე ქალბატონს და ყოველ მეხუთე მამაკაცს აქვს დასმული.
ოსტეოპოროზის სიმპტომები
ოსტოეპოროზის დროს პაციენტებს აწუხებთ ადვილად დაღლა, ზურგისა და სახსრების ტკივილი და ასევე აღნაგობის ცვლილება. თუმცა, შესაძლოა დაავადების სიმპტომატები ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ გამოვლინდეს და პათოლოგია უსიმპტომოდ განვითარდეს. ოსტეოპოროზის სიმპტომებია:
- ტკივილი – ძვლებსა და სახსრებში;
- ხერხემლის დეფორმაცია;
- სიმაღლეში კლება;
- ერთ პოზაში დიდხანს ყოფნის, ან სიმძიმის აწევის დროს ტკივილის მატება.
გამომწვევი მიზეზები
ოსტეოპოროზის კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს რისკ–ფაქტორები, რომლის გამოც ამ დაავადების წარმოქმნის რისკი იზრდება.ოსტეოპოროზის გამომწვევი მიზეზებია:
- გენეტიკა;
- ასაკი;
- მოტეხილობა;
- თამბაქო;
- ალკოჰოლის სისტემატიური მიღება.
ოსტეოპოროზის მკურნალობა
ოსტეოპოროზის მკურნალობა ძირითადად, მედიკამენტურ თერაპიას მოიცავს. მკურნალობის პროცესი გულისხმობს ძვლის მინერალიზების გაუმჯობესებას – კალციუმის, მიკროელემენტებისა და D ვიტამინის მიღებით. ამ დროს ასევე, მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა და წაქცევის რისკის შემცირება. გარდა ამისა, მკრნალობის პროცესში მიმართავენ სახსრების სტაბილიზაციას სამედიცინო ფიქსატორებით და ზურგის ქამრებით. მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი, ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს . მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.