რისთვის არის საჭირო იდაყვის დამცავი?

იდაყვის დამცავი ტრავმებისა და გარკვეული დაავადებების დროს გამოიყენება. ეს პროდუქტი ეფექტურია როგორც მკურნალობის, ასევე რეაბილიტაციის პროცესში. იდაყვის ფიქსატორი გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება  ამცირებს ტკივილს, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას. იდაყვზე არსებული ტრავმის დროს სასახსრე კაფსულის გადაჭიმვით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად პაციენტი ცდილობს სახსარი მოხრილი ჰქონდეს, რაც, საბოლოოდ, მოხრითი კონტრაქტურების ჩამოყალიბებას იწვევს. ამიტომ, ამ დროს ისევე, როგორც სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვისა და აქტივობის დროს  რეკომენდირებულია იდაყვის ფიქსატორების გამოყენება. ეს პროდუქტი გამოიყენება ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა: 

  •  ხელის მოტეხილობა;
  • ბურსიტი;
  • ოსტეოართრიტი;
  • მყესის დაჭიმვა ან გახევა;
  • ნერვის კომპრესია;
  • იდაყვის გვირაბის სინდრომი.

რა ტიპის იდაყვის დამცავები არსებობს?

ტრავმების სამკურნალოდ იდეალურია – სტანდარტული იდაყვის დამცავი. მისი დამატებითი ღვედები მეტ ფიქსაციას უზრუნველყოფს და  ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს.  იდაყვის ორთეზი, კი იდაყვის სახსრის კონტროლირებულ იმობილიზაციას უზრუნველყოფს. იგი გამოიყენება მოტეხილობის, ღრძობის ან ართროზის დროს. ის სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს. არსებობს დამცავები, რომლებიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება. თუმცა, მსუბუქი დაზიანებების ან სპორტული ტრამვების დროს, შესაძლოა იდაყვის სტანდარტული ფიქსატორის გამოყენება, რომელიც ნეოპრინის მასალისგანაა დამზადებული. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • სტანდარტული იდაყვის ფიქსატორი – ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს და ტრავმების სამკურნალოდ გამოიყენება.დამზადებულია ანტიალერგიული ნეოპრინის მასალისგან. აქვს დამატებითი ღვედი მეტი ფიქსაციისათვის. 
  • ეპიკონდილიტის ბანდაჟი –  გამოიყენება იდაყვის სახსრის მყესების ანთების ან დაზიანების დროს. ეპიკონდილიტის დროს მყესზე დატვირთვას ხსნის და ამცირებს ტკივილს.
  • იდაყვის ნაქსოვი დამჭერი კი  იდაყვის სახსრის მყესების და ძვლისსაზრდელას ანთების დროს გამოიყენება.დამზადებულია ელასტიური, ჰაერგამტარი ნაქსოვი მასალისგან. ორივე მხრიდან აქვს სილიკონის ჩანართი და დამატებითი ღვედი. 
  • იდაყვის ორთეზი – უზრუნველყოფს იდაყვის სახსრის კონტროლირებულ იმობილიზაციას. იგი გამოიყენება მოტეხილობის, ღრძობის ან ართროზის დროს. სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *