როდის უნდა გამოვიყენოთ წელის ქამარი?

წელის ქამრები ზურგზე არსებული პრობლემების დროს გამოიყენება.  ეს პროდუქცია ხელს უწყობს ხერხემლისა და წელის იმობილიზაციას, რაც ამ არეში  დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. წელის ქამრებს გამოიყენებენ ისეთი დაავადებების დროსაც, როგორიცაა: ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიები, ზურგის სვეტის დაზიანებები, თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოპოროზი და რადიკულიტი.

როგორ შევარჩიოთ წელის ქამარი?

წელის ქამრებისა გამოყენება მარტივად, ტანსაცმლის შიგნითაც არის შესაძლებელი, რადგან ეს პროდუქცია ძირითადად, ბამბის ელასტიური მასალისგან არის დამზადებული, რაც მაქსიმალურად ამცირებს გაოფლიანებას მისი შიშველ კანზე მოხმარების დროს. წელის ქამრების ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. უმჯობესია, რომ აღნიშნული პროდუქციის გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ და მისი მითითების შესაბამისად დაიწყოთ მკურნალობა. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ხერხემლის, ე.წ გულმკედრ-წელის, კორსეტი – ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში  ამ ქამრის ტარებაა რეკომენდებული.
  • ჰიპერექსტენზიის კორსეტი – ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან.
  • ზურგის კორსეტი – ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს არის  ეფექტური.

 სად შევიძინოთ წელის ქამარი?

წელის ქამრების ფართო არჩევანია სამედიცინო  კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში. აღნიშნული პროდუქცია განსხვავებული ფორმისა და დანიშნულების მქონეა. არსებობს  სხვადასხვა სიგრძის ორთოპედიული ქამრები და კორსეტები, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური დამატებითი მეტალის ან პლასტმასის ჩანართები, დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან. ასევე გვხდება აკრილის კორსეტები, რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში – გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. მათი შეძენა  ასევე  ონლაინ რეჟიმში “ახალი ხედვის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე მიტანის სერვისით .

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *