რამ შეიძლება გამოიწვიოს მაჯის დაჭიმვა?

მაჯის დაჭიმვა საკმაოდ ხშირი პრობლემაა და ის შეიძლება სიმძიმეების აწევის ან მოულოდნელი ტრავმის გამო გაჩნდეს. მაჯა საკმაოდ რთული სახსარია, რომელიც ორ რიგად დაწყობილი 8 ძვლისგან შედგება. მაჯის,  მტევნის, სხივისა და იდაყვის ძვლებს  ერთმანეთთან იოგები აკავშირებს და ამიტომ ნებისმიერი ნაწილის დაზიანებამ შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს. მაჯის ტკივილი  სხვადასხვა მიზეზით შეიძლება, იყოს გამოწვეული. ეს ზოგ შემთხვევაში ნერვის ან მყესების დაზიანებას უკავშირდება, ზოგ შემთხვევაში კი მოტეხილობასა და ღრძობას.

მაჯის დაჭიმვის სიმპტომები

დაჭიმული მყესის დროს პაციენტები დამატებით დისკომფორტს და ტკივილს განიცდიან.  ამ დროს პაციენტმა შესაძლოა დაკარგოს ხელით რაიმე საგნის გადაადგილების უნარი. მყესის დაჭიმვას დროს ახასიათებს მსგავსი სიმპტომები:

  • ჰემატომა (ჩალურჯება), ტრავმული უბნის სიწითლე და ტემპერატურის მატება;
  • მაჯის ტკივილი;
  • მაჯის შეშუპება;
  • მგრძნობელობის მომატება.

მაჯის დაჭიმვის მკურნალობა

მაჯის დაჭიმვასა და ტკივილს სხვადასხვა მეთოდით მკურნალობენ.  ეს ძირითადად, დამოკიდებულია ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე. მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან დაჭიმულობის დროს ექიმები პაციენტებს  იმობილიზაციისთვის მაჯის ფიქსატორების გამოყენებას ურჩევენ. ეს პროდუქტი, ეფექტურია მყესის ანთების, რევმატოიდური ართრიტისა და რეაბილიტაციის პერიოდშიც. მაჯის ფიქსატორების ფართო არჩევანია სამედიცინო მაღაზია “ახალ ხედვაში”. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • მაჯის არტახი – მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან დაჭიმულობის დროს უზრუნველყოფს სხივ-მაჯის სახსრის იმობილიზაციას. მისი გამოყენება შეგიძლიათ მაჯის არხის, იგივე გვირაბის სინდრომის, ტენდინიტის, ტენდოსინოვიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს. დამზადებულია პერფორირებული ნეოპრინის მასალისგან, აქვს პლასტმასის ჩანართი. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
  • თერმოპლასტიკური მაჯის არტახი – განკუთვნილია მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს მაჯის იმობილიზაციისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდეგ. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
  • სხივმაჯისა და თითების ფიქსატორი – აფიქსირებს მაჯასა და ფალანგთაშორის სახსრებს. გამოიყენება რევმატოიდური ართრიტის და კონტრაქტურების დროს. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან არსებობს და მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციის იმპორტს  საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს.  ფილიალებში თქვენ შეხვდებით ისეთი ცნობილი ბრენდების სამედიცინო პროდუქციას როგორიცაა – Sigvaris, Morsa Cyberg, Mediva,Darco Bauerfeind და  Berger . გარდა მაღაზიაში წარმოდგენილი  სამედიცინო ნივთებისა,  კომპანია აქტიურად მუშაობს ინდივიდუალური, სპეციალიზებული შეკვეთების მიმართულებითაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *