წელისთვის სხვადასხვა დანიშნულების მქონე სამედიცინო ბანდაჟი და კორსეტი არსებობს. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია თანდაყოლილი პათოლოგიების, მალთაშუა დისკის თიაქრის, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტისთვის განკუთვნილი სამედიცინო კორსეტები. ეს სამედიცინო საშუალება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათი დანიშნულება მრავალმხრივია, გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მისი სწორად შერჩევისა და გამოყენების მიზნით.
რა ტიპის სამედიცინო ბანდაჟები არსებობს?
სამედიცინო ბანდაჟის სხვადასხვა სახეობა არსებობს – ზოგიერთ მათგანს პროფილაქტიკური, ზოგიერთს კი თერაპიული დანიშნულება აქვს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
- თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ-წელის) კორსეტი- დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
- ჰიპერექსტენზიის კორსეტი – ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც.
- ლამბოსაკრალური ზურგის კორსეტი – გამოიყენება სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების (მალთა შუა სახსრების) ადგილის დისფუნქციის, უკანა კუნთების დაჭიმვისა და იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის პროცესში.
როდის არის საჭირო სამედიცინო ბანდაჟის ტარება?
სამედიცინო კორსეტი პაციენტებს წელის სხვადასხვა პრობლემის დროს ეხმარება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. წელის დამჭერი ქამრები ხელს უწყობს:
- ტკივილის შემსუბუქებას;
- სხვადასხვა დაავადების პრევენციას;
- ხერხემლის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას.
სად შეგვიძლია შევიძინოთ სამედიცინო კორსეტები?
უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დანიშნულების მქონე წელის კორსეტებსა და ქამრებს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას, საქართველოში კომპანია „ახალი ხედვა“ მისი ექსკლუზიური პარტნიორია. ამ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში: გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში შეარჩევთ. მათი შეძენა ხდება ონლაინ რეჟიმშიც, ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველი ნივთის გამოწერას მარტივად შეძლებთ.