ხერხემლის საფიქსაციო – ბენეფიტები და გამოყენების წესები

ხერხემლის საფიქსაციო ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს ადამიანებს მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს. ხერხემლის ტკივილი წერის არეში  შეიძლება უკავშირდებოდეს უბედური შემთხვევებსა და დაზიანებებს. ტკივილის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს:

  • ავტოავარიები;
  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება;
  • დაცემა;
  • კუნთების დაჭიმვა და მოტეხილობები.

ამ დაზიანებებმა შეიძლება სერიოზული ფიზიკური პრობლემები გამოიწვიოს.

რა ბენეფიტები აქვს ხერხემლის საფიქსაციო ქამარს?

ხერხემლის საფიქსაციო საშუალებებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები განსხვავებული მიზეზებით იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის ან კონკრეტულად წელის იმობილიზაციას და შესაბამის არეში  დატვირთვის შემსუბუქებას. ხერხემლის ტკივილი თანამედროვე სამყაროში ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები პრობლემა გახდა. ამის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია, შეიძლება ეს – მჯდომარე ცხოვრების წესი, უმოძრაობა, დიდი ფიზიკური დატვირთვა, მძიმე ჩანთები,  არასწორ პოზაში ძილი და არაერთი დაავადება იყოს. სწორედ ამ მიზეზების გამო ხშირია ხერხემლის საფიქსაციო საშუალებების  გამოყენება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს:

  • ტკივილის შემცირებას;
  • სხვადასხვა დაავადების პროგრესირების პრევენციას;
  • ხერხემლის სწორ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

როგორ შევარჩიოთ ხერხემლის საფიქსაციო ქამარი?

ხერხემლის საფიქსაციო ეფექტურია ასევე მხრების დეფორმაციის გასასწორებლად, პროფილაქტიკის მიზნით ან დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში კუნთების სარელაქსაციოდ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ  ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს .
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედი აძლიერებს ფიქსაციას. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
  • წელის საორსულე ბანდაჟი – ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბან
  • ზურგდამჭერი – ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტია, რომელიც ეხმარება პაციენტს მხრების განზიდვაში და აფიქსირებს ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში. მას აქვს პლასტმასის ჩანართები და ასევე სპეციალური ბალიშები იღლიის მიდამოში, რათა ავიცილოთ კანის გაღიზიანება და მექანიკური დაზიანება. ის გამოიყენება სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ხერხემლის საფიქსაციო საშუალებების ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს წელის ტკივილს და მოხრილობის შემთხვევაში ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. მათი ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. უმჯობესია,  რომ მათ გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *