წელის ტკივილი

წელის ტკივილს ადამიანი ერთხელ მაინც შეუწუხებია. სწორად შერჩეული თერაპიის შემთხვევაში, ამ უსიამოვნების დავიწყება მკურნალობის საშუალოდ 4 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი. ხოლო 10-40% შემთხვევაში, ტკივილი ქრონიკულ ფორმაში გადადის და თან დაყვება ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე.

  • წელის ტკივილი ქალებში ყოველთვის ხერხემლის დაავადებების ბრალი არ არის. ეს შესაძლოა, ქალური ორგანოების დაავადებაზე მიუთითებდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლოკალიზებულია წელის, გავის მიდამოში ან აქვს სარტყლისებური ხასიათი გავის, საზარდულისა და მუცლის წინა კედლის არეში. ეს სიმპტომი აუცილებლად უნდა გააანალიზოს გინეკოლოგმა, რადგან მის მიღმა შესაძლოა იმალებოდეს საშვილოსნოს მილებისა და საკვერცხეების ანთება ან რაიმე სახის პათოლოგია.
  • წელის ტკივილი მამაკაცებში შესაძლოა, უროლოგიურ დაავადებებთან იყოს დაკავშირებული ან თირკმლის პრობლემებთან.

წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

წელის ტკივილები  შეიძლება გამოწვეული იყოს ცხოვრების მჯდომარე წესით. განსაკუთრებით ეს პრობლემა ეხებათ მათ, ვინც მთელ დღეს კომპიუტერის ეკრანთან სტატიკურ მდგომარეობაში ატარებს, სახლში მეტროთი ან მანქანით მიემგზავრება და დღის წესრიგში ფიზიკური აქტივობა საერთოდ არ აქვს. წელის ტკივილი, ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ ხერხემლის პრობლემებით, არამედ გინეკოლოგიური და უროლოგიური ხასიათის დარღვევებითაც. უფრო ხშირად გინეკოლოგიური ტკივილები ხერხემლის წელისა და გავის ძვლის არეში შეიძლება იყოს საშვილოსნოს ნაკეცის ან დანამატების ქრონიკული ანთების სიმპტომი. წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზებია:

  • მჯდომარე ცხოვრების წესი;
  • არასწორი მოძრაობა;
  • ხერხემლის პათოლოგიები;
  • უროლოგიური პრობლემები.

წელის ტკივილის მკურნალობა

წელის ტკივილის მკურნალობისთვის საუკეთესო პროფილაქტიკურ საშუალებებს შორის ექიმები ზურგის კუნთების სისტემატური ვარჯიშით გამაგრებას ასახელებენ. ასევე, მძიმე საგნების მარტო აწევას უნდა მოვერიდოთ, სხვები დავიხმაროთ. ან, თუ მარტო ვართ, სჯობს სწორად ავიღოთ ისინი: მუხლების მოკეცვით, ჩაჯდომით და არა ქვემოთ გადახრით. თამბაქოს მოწევა, სტრესი და ჭარბი წონა არც ხერხემლისთვის არის კარგი. ფეხზე დგომის, თუ ჯდომის დროს, მივაქციოთ ყურადღება, რომ წელში გამართული ვიყოთ. ფეხზე არც ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია მიზანშეწონილი და არც სულ უძირო, იდეალურია დაბალი, ან საშუალო სიმაღლის ქუსლი. გარდა ამისა, რეკომენდირებულია წელის კორსეტებისა და ქამრებს გამოყენება. ამ პროდუქციას ხშირ შემთხვევაში მეტალის ან პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედები აქვს, რაც პრობლემის შესაბამისად, ზურგის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *