ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება

ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება  ხდება უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით. ამ პროდუქტის ტარება ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მისდევენ და ტერფი დატვირთული აქვთ. ინდივიდუალური ღაბაში ტერფს ზოგავს, ტკივილებს აქრობს და სპორტსმენსა თუ მოცეკვავეს დატვირთვის გახანგრძლივებაში ეხმარება. ამ პროდუქტის ტარება ასევე, საჭიროა ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა:

  • ბრტყელტერფიანობა;
  • პროფესიული და სპორტული ტერფი;
  • დიაბეტური ტერფი;
  • ტერფმრუდობა;
  • ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;
  • აქილევსის მყესის ანთება;
  • ქუსლის დეზი;
  • პლანტარული ფასციიტი;
  • მორტონის ნევრომა;
  • მძიმე ფეხის სინდრომი (ორსულთა ტერფი, ვენური უკმარისობა, ლიმფოსტაზი).

ინდივიდუალური ღაბაშის ბენეფიტები

ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენებას უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან ის თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე – პრობლემების შესაბამისად ინდივიდუალურად იქმნება.  ინდივიდუალური ღაბაშები:

  • ამსუბუქებს ტკივილს ტერფის არეში;
  • ახდენს თაღის კორექციას;
  • უზრუნველყოფს ტერფის სტაბილიზაციას და ზეწოლის სწორ გადანაწილებას.

ინდივიდუალური ღაბაში ხელს უწყობს არსებული პრობლემების მოწესრიგებას და ამასთანავე დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგან გვიცავს.

როგორ ხდება ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება?

ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება ტერფის ბაროპოდომეტრიისა და პოდოსკანირების შედეგად მიღებული ტერფის სამგანზომილებიანი სურათის საფუძველზე  ხდება. ბაროპოდომეტრი მაღალი რეზოლუციის მქონე პლატფორმაა, რომელიც ტერფის მდგომარეობას დინამიკაში –  სიარულის დროს იკვლევს, პოდოსკანირების დროს კი ხდება ტერფის კვლევა სტატიკურ მდგომარეობაში. აღნიშნული პროცედურა, ანუ პლანტოგრაფია,  ტერფის დეფორმაციების, თაღის მდგომარეობის, ზომებისა და  გადახრის კუთხეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ტერფის კვლევის შედეგად, ზუსტი მონაცემები დგინდება:

  • ტერფების დეფორმაციის ხარისხის;
  • თაღის ფორმის;
  • ტერფებზე წონითი დისბალანსის;
  • ყრდნობის ფართის;
  • სიმძიმის ღერძის შესახებ და სხვ.

ამ მონაცემების საფუძველზე დგინდება ტერფის მდგომარეობა და განისაზღვრება შესაბამისი დიაგნოზი. კვლევის ბოლოს მზადდება ინდივიდუალური სუპინატორი, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე,  გამოყენების ფართო სპექტრი აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *