ფეხის შეშუპება კოჭთან ხშირია ფეხზე დიდხანს დგომისა და ტრავმული დაზიანებების გამო. ამ პრობლემის მიზეზი შესაძლოა იყოს სითხის დაგროვება ან დაზიანებული თუ ტრავმირებული ქსოვილებისა და სახსრების ანთება. კოჭის შეშუპება ყინულებითა და ცივი საფენებით შესაძლოა მოვიხსნათ. თუმცა, კოჭის ტკივილს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება. მწვავე ტკივილის შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ტკივილის მიზეზი ტრავმა ან სხვა ტიპის დაზიანებაა.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხის შეშუპება კოჭთან?
კოჭის შეშუპებას ახასიათებს ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით მოძრაობისა და ხელით შეხების დროს ძლიერდება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ამ პრობლემას თან ტემპერატურაც ახლავს, მაშინ არ არის გამორიცხული ინფექციური ართრიტი ან მწვავე რევმატული ცხელება მიმდინარეობდეს. ფეხის კოჭის შეშუპების გამომწვევი მიზეზებია:
● უეცარი ტრავმა;
● ღრძობა;
● ფეხის გადაბრუნება;
● ინფექცია;
● დაავადებები.
როგორ ვუმკურნალოთ შეშუპებულ კოჭს?
შეშუპებული კოჭის მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება კოჭის ფიქსატორები. ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. კოჭის ფიქსატორი უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● კოჭის ბანდაჟი – ამ კოჭის მარტივი სამაგრის გამოყენება მყესების დაჭიმულობის, ტერფის ქრონიკული ტკივილის დროს შეგიძლიათ. ის დამზადებულია ლამინირებული ელასტიური მასალისგან, რაც ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს და არ აოფლიანებს კანს.
● კოჭის სამაგრი რბილი ჩანართით – უზრუნველყოფს კოჭ-წვივის სტაბილიზაციას და ამცირებს ტკივილს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაადგილების დროს არ გზღუდავთ. ამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.
● კოჭის სამაგრი პლასტმასის ჩანართით – მისი გამოყენება შეგიძლიათ ართრიტის, სახსრის დაჭიმვა/დაძაბულობის, ღრძობის ან თაბაშირის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. გვერდებზე მოთავსებული აქვს პლასტმასის ჩანართები, რაც თქვენს კოჭს დაზიანებისგან იცავს, ჯვარედინი ღვედები კი ძლიერ ფიქსაციას უზრუნველყოფს. ჰაერი მარტივად ცირკულირდება, სახსარში კი სითბო ნარჩუნდება.
ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. კოჭის ფიქსატორი უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც.
როგორ ავირიდოთ თავიდან ფეხის შეშუპება კოჭთან?
ფეხის შეშუპება კოჭთან, რომ ავირიდოთ საჭიროა იმოძრაოთ. თუ სამსახურში დიდხანს ჯდომა გიწევთ, ყოველ საათში ერთხელ ადექით და 5 წუთი გაიარეთ, გააკეთეთ ტერფების ბრუნვითი ვარჯიშები. ასევე, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
● აკონტროლოთ მარილის მოხმარება – მარილი აკავებს წყალს ორგანიზმში. შეეცადეთ შეამციროთ მისი რაოდენობა რაციონში.
● შეარჩიეთ სწორი ფეხსაცმელი – მოერიდეთ ძალიან ვიწრო ან არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარებას, რომელიც აფერხებს სისხლის მიმოქცევას.
● აკონტროლეთ წონა – ყოველი ზედმეტი კილოგრამი უარყოფითად აისახება თქვენს სისხლძარღვებსა და სახსრებზე.