ქუსლის ტკივილი დილით – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ქუსლის ტკივილი დილით განსაკუთრებით მწვავდება, რადგან ძილის დროს ტერფის იოგები და კუნთები მოკლდება, ხოლო გაღვიძებისთანავე მათზე მკვეთრი ზეწოლა იწვევს მიკროტრავმებსა და გაღიზიანებას. დილის საათებში ქუსლის არეში დისკომფორტი არ უნდა დატოვოთ ყურადღების მიღმა, რადგან დროთა განმავლობაში მან შესაძლოა ქრონიკული ხასიათი მიიღოს და გადაადგილება მნიშვნელოვნად შეგიზღუდოთ. სწორი დიაგნოსტიკა, შესაფერისი ფეხსაცმლის შერჩევა და მკურნალობის დროული დაწყება, კი აგარიდებთ შესაძლო გართულებებს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ქუსლის ტკივილი დილით?

ქუსლის ტკივილი დილით ძირითადად სხვადასხვა დაავადების გამო ჩნდება. ქუსლის ძვალი ტერფის ყველაზე მსხვილი ძვალია და ქვემოდან მასზე მიმაგრებულია ტერფის შემაერთებელი ქსოვილის ზოლი, რომელსაც ძირითადად ტერფის თაღები უჭირავს. ქუსლის ძვლის ტკივილის მიზეზი უმეტესად არის ე.წ. პლანტარული ფასციიტი ეს არის გარსის ანთება, რომელიც ბრტყელტერფიანობის, ჭარბი წონის, ფიზიკური გადატვირთვის, არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის გამო იჭიმება. დილით ქუსლის ტკივილის ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია:

  • ქუსლის დაჭიმულობა;
  • რეაქტიული და რევმატოიდული ართრიტი;
  • პოდაგრა;
  • ოსტეოპოროზი;
  • ქუსლის დეზი;
  • აქილევსის ტენდინიტი;
  • აქილევსის მყესის გაწყვეტა;
  • ბურსიტი და სხვ.

როგორ მოვიქცეთ თუ დილაობით ქუსლის ტკივილი გვაწუხებს?

თუ ქუსლის ტკივილი დილაობით სისტემატურ ხასიათს ატარებს, პირველ რიგში, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. პარალელურად, მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მკურნალობისა და პრევენციის რამდენიმე ეფექტური გზა. ამ დროს ეფექტურია სპეციალური ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება, რომლებიც ტერფზე დატვირთვას თანაბრად ანაწილებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

ქუსლის ფიქსატორი -გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ .
ქუსლის სუპინატორი ან ქუსლის თასი დამზადებულია სილიკონისგან და იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
სილიკონის ქუსლის ბალიში – გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს. ქუსლის ასამაღლებელი ბალიშის ტარება ეფექტურია როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად, ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად.ის ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს.

ასევე, გაითვალისწინეთ საწოლიდან ადგომამდე სასარგებლოა ტერფის მსუბუქი მოთელვა და გაჭიმვა. მწვავე ტკივილის დროს ყინულის კომპრესიები და ანთების საწინააღმდეგო მალამოებიც შვებას მოგცემთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like these