მუხლის მყესის დაჭიმვა ხშირია სპორტული აქტივობების დროს. აქედან გამომდინარე მაღალი რისკის ქვეშ სწორედ, სპორტსმენები და ბავშვები არიან. მუხლის მყესების დაზიანებები ხშირად გამოწვეულია ზედაპირზე დაბიჯების დროს მუხლის მოხრით ან მობრუნებით – რაც ყოველდღიურ ვარჯიშსა და შეჯიბრებებს ახლავს თან. ამასთანავე, მყესი შესაძლოა დაზიანდეს დავარდნა/დაცემის მომენტშიც. მუხლის მყესის დაჭიმულობას ახასიათებს მწვავე ტკივილი, ტრავმული უბნის სიწითლე, ტემპერატურის მატება და შეშუპება. საშუალო და ძლიერი ტრავმის დროს, შესაძლებელია პაციენტმა გაიგოს მყესის ბოჩკოვანი ქსოვილის გახლეჩვის ხმაც. მუხლის ტკივილი განსაკუთრებით, სიარულის დროს ძლიერდება.
რამ შეიძლება გამოიწვიოს მუხლის მყესის დაჭიმვა
მუხლის მყესის დაჭიმვა მოულოდნელობით არის გამოწვეული და დაკავშირებულია სპორტულ აქტივობებთან. ასაკოვან ადამიანებში კი მსგავსი შემთხვევა შესაძლოა, ყოველდღიური საქმიანობის დროს: სახლში, ბაღში ან ეზოში მუშაობის დროსაც მოხდეს. მაღალია მუხლის მყესის დაზიანების რისკი ასევე, მათში, ვინც ყოველდღიურად ვარჯიშობს და სპორტული ასპარეზობის ხშირი მონაწილეა. მყესის დაჭიმვა უკავშირდება ისეთ სპორტის სახეობებს როგორიცაა:
- სნოუბორდი;
- სამთო თხილამურობა;
- ციგურებით სრიალი.
მუხლის მყესის დაჭიმვის მკურნალობა
მუხლის მყესის დაჭიმვის დროს მკურნალობა შესაძლებელია კიდურის მოსვენებით, ყინულის დადებით, ნახვევების გაკეთებით, კიდურის შემაღლებითა და იმობილიზაციით. დაზიანებული მუხლის მყესის ფიქსაციისთვის რეკომენდირებულია მუხლის ფიქსატორების გამოყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია სხვადასხვა დაავადების დროს და ასევე, სპორტული აქტივობებისას, პრევენციის მიზნით. მუხლის ფიქსატორები სხვადასხვა დანიშნულებისა და ფუნქციის არსებობს. ზოგიერთი მათგანის გვერდებზე არსებული კონტროლირებადი მექანიზმის დახმარებით შეგიძლიათ ფეხი სასურველ დონეზე მოხაროთ და გაშალოთ. მუხლის ფიქსატორები გხვდევა ასევე როგორც დახურული, ისე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით. ეს პროდუქტი გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს და მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება. რაც შეეხება მათი გამოყენების ხანგრძლივობას ეს პირდაპირ არის დამოკიდებული პაციენტის მდგომარეობაზე, შესაძლოა მისი ტარების საჭიროება მხოლოდ რამდენიმე დღე იყოს. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს პერიოდი რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს.