ბეჭის კუნთის ტკივილს იწვევს გაციება, დაძაბულობა და დაჭიმულობა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. ბეჭის ტკივილი შესაძლოა განვითარდეს უხერხული მოძრაობით ან ძლიერი დაღლილობითაც. მას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს – შესაძლოა იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. ამ დროს იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული. გარდა ამისა, დისკომფორტის მოსახსნელად ვარჯიშების ოპტიმალური რაოდენობაც რეკომენდირებულია. კუნთების დაჭიმვის სამკურნალოდ ეფექტურია ფიქსატორების გამოყენებაც.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ბეჭის კუნთის ტკივილი?
ხშირად, ბეჭის კუნთის ტკივილი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ გამოწვეული დაჭიმულობის შედეგად ვლინდება. გარდა ამისა, დისკომფორტი მხრის არეში შესაძლოა, სიმძიმეების აწევამ, გარკვეულმა ფიზიკურმა აქტივობამ ან არასწორმა მოძრაომაც გამოიწვიოს. ბეჭის ტკივილის გამომწვევი ფაქტორებია:
- ტრავმა;
- სიმძიმეების აწევა;
- ნერვის გაღიზიანება;
- კუნთების დაზიანება;
- დაავადებები.
ბეჭის კუნთის ტკივილის მკურნალობა
ბეჭის კუნთის მკურნალობა ადრეულ ეტაპზე უკეთ იმართება. ხშირ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქებისა და მკურნალობის პროცესის დაჩქარების მიზნით პაციენტები ფიქსატორებს იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ზედა კიდურის მოძრაობის შეზღუდვას და მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს მკლავის ნორმალური ფუნქციის აღდგენას უზრუნველყოფს. მათი გამოყენება რეკომენდებულია კუნთების დაჭიმულობის შემთხვევაში ან ნერვის “გაციების” დროს სითბური ეფექტისთვის, ხშირად კი მათ მარტივი რელაქსაციისთვისაც იყენებენ. მათი ყველაზე დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 14 საფირმო ფილიალშია წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია.