წელის ტკივილი თუ რომელიმე დაავადებას არ უკავშირდება, მისი მართვა და მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. გარკვეულწილად, ეს პრობლემა ჩვენი ცხოვრების წესის, საქმიანობის ან პროფესიის გამო ჩნდება. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ წელის ტკივილი თანამედროვე ტექნოლოგიებთან პირდაპირ კავშირიშია.
კომპიუტერთან სწორად ჯდომის კონტროლი
თუ, კომპიუტერთან საათობით გიწევთ მუშაობა გთავაზობთ პირველ რჩევას, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გაითვალისწინოთ :
- მონიტორის ქვედა კიდე ოდნავ წინ გადაწიეთ და ჯდომის პროცესში უმჯობესია, კისერი და ხერხემალი ერთ დონეზე დააფიქსიროთ. ამასთანავე, ყოველ 1 საათში თითოეული სახსრის მარტივი მოძრაობით განტვირთეთ და გაავარჯიშეთ სხეული.
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ფიზიკური აქტივობა სამუშაო საათებში ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, წელის ტკივილი თუ თქვენი ხშირი პრობლემაა, მაშინ ეცადეთ, რომ ეს თქვენი ცხოვრების ყოველდღიურ წესად აქციოთ.
- გააძლიერეთ თქვენი წელის კუნთების გაძლიერება. ეს შესაძლებელია ცურვით და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშებით. გარდა ამისა ამ დროს რეკომენდირებულია იოგა, პილატესი და ფეხით სიარული.
ნუ გაირთულებთ მდგომარეობას
თუ წელი გაგიცივდათ ან გაგიშეშდათ გაითვალისწინეთ, რომ ამ მდგომარეობას ხელის შეწყობა უნდა. მაგალითად, მწვავე ტკივილის დროს არ უნდა შეასრულოთ მკვეთრი მოძრაობები. რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ მოსვენებითი მდგომარეობა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივი დასვენება აუარესებს ტკივილს, ვარჯიში კი წელავს და აძლიერებს კუნთებს. ამ პერიოდში:
- მოერიდეთ სიმძიმეების აწევას;
- მოერიდეთ დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომას;
- მოერიდეთ ორპირში ყოფნას.
ეფექტური მკურნალობის პროცესი
წელის ტკივილი ზოგ შემთხვევაში გამოწვეულია ისეთი დაავადებით როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, კიფოზი, სქოლიოზი და ხერხემლის სხვა დაავადებები. ამ დროს მკურნალობის პროცესის სამართავად რეკომენდირებულია წელის კორსეტებისა და ქამრების გამოყენება. ეს პროდუქტი
- ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს;
- ამცირებს წელის ტკივილს.
თუ, ისეთი პროფესიით მუშაობთ როგორიცაა, მკერავი, მძღოლი ან უბრალოდ დიდხანს გიწევთ ჯდომა გამოიყენეთ სავარძლის ბალიში.
- ტკივილს ხსნის კუდუსუნის არეში ;
- აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას.
ამ რჩევების მიუხედავად, თუ წელის ტკივილი დიდხანს გაგრძელდა უმჯობესია, რომ ექიმთან ვიზიტი დაიგეგმოს და ინდივიდუალური მკურნალობა დაინიშნოს. რა თქმა უნდა ზუსტი დიაგნოზი და თქვენზე მორგებული მკურნალობის კურსი თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეფექტური იქნება.