მუხლის მყესის დაზიანება და მისი მკურნალობა

მუხლის მყესი ხშირად სხვადასხვა სპორტული აქტივობის დროს ზიანდება. მუხლის იოგების დაზიანება გადამეტებული დატვირთვის გამო მუხლის ბრუნვითი მოძრაობისას იჩენს თავს. იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური აქტივობით ყველაზე მეტად სპორტსმენები და ბავშვები არიან დატვირთულნი, ამ პრობლემის წინაშე რისკ-ჯგუფში მათი მოხვედრის ხვედრითი წილი შედარებით მაღალია.

დაზიანებული მუხლის მყესის სიმპტომები

დაზიანებულ მყესს თან ახლავს მწვავე  მუხლის ტკივილი. გარდა ამისა, მისი თანმდევი სიმპტომებია:

  • სახსრის ტკივილი მოძრაობისას;
  • ტკივილი ფეხის დადგმის დროს;
  • სახსრების შეშუპება;
  • ჰემატომა – ტრავმული უბნის სიწითლე და ტემპერატურის მატება.

მუხლის მყესის დაზიანების გამომწვევი მიზეზები

მუხლის მყესი, ძირითადად, ყოფითი სიტუაციების დროს იჭიმება – იქნება ეს სახლის სამუშაოები თუ ქუჩაში სიარულის დროს არასწორი მოხრა ან მობრუნება. გარდა ამისა, ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირია სპორტული აქტივობების დროს: სნოუბორდის, თხილამურებითა და ციგურებით სრიალისას.  ასევე, მაღალი რისკის ქვეშ არიან ასაკოვანი ადამიანები, მათ ეს პრობლემა შესაძლოა თოვლზე ან წვიმის დროს ცუდი მოძრაობის გამოც შეექმნათ.

მუხლის მყესის დაზიანების მკურნალობა

თუ მუხლის მყესის დაზიანების დროს პაციენტები დროულად არ იწყებენ მკურნალობას და აგრძელებენ მოძრაობას ამით მხოლოდ აუარესებენ საკუთარ მდგომარეობას. დაჭიმული მყესი, რომელსაც პაციენტი სათანადოდ არ მკურნალობს, არა მარტო დამატებით დისკომფორტსა და ტკივილს იწვევს, არამედ შესაძლებელია გაწყდეს და პაციენტმა დაკარგოს გადაადგილების უნარი. ამ პრობლემების დროს ექიმები ხშირად მუხლის ფისქატორებისა და სამაგრების გამოყენებას უწევენ რეკომენდაციას. ამ პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს.  სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, რომელიც თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში 13 ფილიალითაა წარმოდგენილი, საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის ფიქსატორებია წარმოდგენილი. ეს პროდუქტი  უდრეკი ან/და რბილი მასალისგან, მაგალითად, ორმაგად ლამინირებული ან პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანების დროს გამოიყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *