რა უნდა ვიცოდეთ კიდურების დაბუჟების შესახებ

კიდურების დაბუჟების შეგრძნება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია. ეს პრობლება შესაძლოა ნერვის მსუბუქი ზეწოლით იყოს განპირობებული და მალევე გაქრეს ან  უშუალოდ ნერვის დაზიანებასთან იყოს კავშირში. ნერვის დაზიანება შესაძლოა განაპირობოს:

  • ტრავმამ;
  • ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ;
  • ტოქსიკურმა ფაქტორებმა;
  • შაქრიანმა დიაბეტმა.

ნერვის ასეთ დაზიანებას პერიფერიულ ნეიროპათიას უწოდებენ – ეს იმას ნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე, არამედ მათგან შორს – უშუალოდ კიდურში.

კიდურების დაბუჟების გამომწვევი მიზეზები

კიდურების დაბუჟების ყველაზე გავრცელებულ მაგალითებს მიეკუთვნება –  ძილის დროს მკლავის თავქვეშ დატოვება, ამ დროს თავი ნერვს აწვება ან ფეხი ფეხზე გადადებული დიდხანს ჯდომა. პოზის შეცვლისას ჩხვლეტისა და ტკივილის შემაწუხებელი შეგრძნება მალევე ქრება. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კიდურების დაბუჟება ძალზე შემაწუხებელია და დიდხანს გრძელდება. მას შესაძლოა, თან ახლდეს ისეთი სიმპტომები როგორებიცაა:

  • ტკივილი;
  • ქავილი;
  • გრძნობის დაკარგვა;
  • კუნთების სისუსტე;
  • მგრძნობელობის მატება.

კიდურების დაბუჟება, ასევე, შესაძლებელია უკავშირდებოდეს:

  • პრობლემებს ხერხემლის სხვადასხვა ნაწილში;
  • თირკმლისა და ღვიძლის დაავადებებს;
  • ინფექციებს;
  • ლიმფოდრენაჟის დარღვევას.

კიდურების დაბუჟების მკურნალობა

კიდურების დაბუჟება თუ შეძენილი მიზეზების შედეგია მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. ამ დროს მნიშვნელოვანია:

  • ოპტიმალური წონის შენარჩუნება;                                            
  • ტოქსინების ზემოქმედების თავიდან აცილება;
  • ექიმის მიერ შერჩეული ვარჯიშების შესრულება;
  • ჯანსაღი კვება;
  • ალკოჰოლისთვის თავის არიდება.

ასევე, აუცილებელია თამბაქოსთვის თავის დანებება, რადგან ნიკოტინით გამოწვეული სისხლძარღვების შევიწროებისას მცირდება პერიფერიული ნერვების კვება. გარდა ამისა, კიდურების დაბუჟების დროს პაციენტები იყენებენ  ვარიკოზის მოვლის საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, კომპრესიული წინდები ქვედა კიდურებში ამცირებს შეშუპებას, დაბუჟების, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას.

კიდურების დაბუჟების სამკურნალოდ კომპანია “ახალი ხედვა”, ასევე, სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორების მრვალაფეროვან არჩევანს გთავაზობთ. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების – Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Darco-ს, Bauerfeind-ის, Berger-ის  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას.

იმ შემთხვევაში, თუ კიდურების დაბუჟებას სისტემატიური ხასიათი აქვს და ხანგრძლივი დროის მანძილზე გიქმნით დისკომფორს, აუცილებელია, რომ, პირველ რიგში, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და მყისიერად დაიწყოთ მკურნალობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *