მხრისა და ხელის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ჭარბი დატვირთვა, ტრავმა, ნერვის დაზიანება, კუნთების პათოლოგია ან მექანიკური დისფუნქცია. ეს პრობლემა, ასევე, შესაძლოა, სიმძიმეების აწევამ, გარკვეულმა ფიზიკურმა აქტივობამ ან არასწორმა მოძრაობამაც გამოიწვიოს. გარდა იმისა, რომ მხრისა და ხელის ტკივილი შემაწუხებელია, ეს უსიამოვნო შეგრძნება დისკომფორტს ქმნის ყოველდღიურ საქმიანობაშიც.
მხრისა და ხელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
ყოველდღიურ საქმიანობაში მხრისა და ხელის ტკივილის არსებობა სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება. ეს შესაძლოა როგორც მხრის, ასევე მაჯისა და იდაყვის დაზიანებასაც უკავშირდებოდეს. მაგალითად, მხრის ამოვარდნის დროს ადამიანი მწვავე ტკივილს განიცდის, არსებობს მხრის წინა, უკანა და ქვემო ამოვარდნილობა. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა, ვითარდება შეშუპება და მხრის ტკივილი. ადამიანებში მაჯის ღრძობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ეს, ძირითადად, მოულოდნელ შემთხვევას და ავარიას უკავშირდება. იდაყვის ამოვარდნა კი ხშირია ბავშვებსა და სპორტსმენებში. ამ დროს სახსარში მონათესავე ძვლების სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს სრულად ან ნაწილობრივად სცილდება. იდაყვი რთული აგებულების სახსარია, რომელიც მრავალი მოქმედების განხორციელებაში გვეხმარება – აქედან გამომდინარე, მისი დაზიანება ყოველდღიურობაში საკმაოდ დიდი დისკომფორტის გამომწვევია. მიღებული ტრავმების დროს უმნიშვნელოვანესია მკურნალობის პროცესი და დაზიანებული ადგილის იმობილიზაცია. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული დაავადებები, რომლებიც მხრისა და ხელის ტკივილს იწვევს. მათ შორისაა:
- ართროზი;
- ართრიტი;
- გაყინული მხარი;
- ოსტეოართრიტი.
მხრისა და ხელის ტკივილის მკურნალობა
მხრისა და ხელის ტკივილის მკურნალობისთვის ცნობილია სხვადასხვა მეთოდი, რომელიც ყინულის პროცედურებს და ფიზიკურ თერაპიას უკავშირდება. ხშირია, ამ პრობლემის დროს ტკივილგამაყუჩებლების მიღებაც. ძირითადად, მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია ტკივილის გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემის სირთულეზე. ტკივილის შესამსუბუქებლად და კიდურის სწორ პოზიციაში დასაფიქსირებლად მოტეხილობის, ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს ეფექტურია ფიქსატორებისა და ქამრების გამოყენება.
ეს პროდუქტები ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას, ამცირებს ტკივილის შეგრძნებასა და უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებას. ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. მათზე მოთხოვნა ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდია, რადგან სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ორთოპედიული ფიქსატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ეს პროდუქცია მაღაზიებში სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და ღირებულების არის წარმოდგენილი.