რა არის პედოგრაფია?

პედოგრაფია – ტერფის ფუნქციონალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც სწავლობს ტერფის პარამეტრებს სიარულის პროცესში. მიღებული მონაცემების საფუძველზე ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:

  • ტერფის ფორმა;
  • თაღის სიმაღლე;
  • ტერფის ღერძი;
  • ყრდნობის უბნები;
  • ბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;
  • ბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო.

პედოგრაფიის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, კი ინდივიდუალური ღაბაში მზადდება, რომელიც წარმოადგენს, როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკურ საშუალებას.

ვისთვის არის საჭირო პედოგრაფია?

ტერფის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია  ბრტყელტერფიანობა.  ის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.  ეს პრობლემა შეიძლება ტრავმას, სახსრის დაზიანებასა და  რაქიტს უკავშირდებოდეს. თუმცა, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა – სტატიკური ბრტყელტერფიანობაა ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. ამიტომ დეფორმაციის ხარისხის დასადგენად კომპიუტერული კვლევაა საჭირო.  შეიძლება ეს წონის მატებასთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს კავშირში. გარდა ამისა, ბრტყელტერფიანობის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს:

  • არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი;
  • ორსულობა;
  • პროფესიები, რომლებიც დიდხანს დგომას მოითხოვს;
  • სიმძიმეების ტარება.

როგორ კეთდება პედოგრაფია?

პედოგრაფია მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას. ეს პროცესი გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი – ეს კიდევ  სწორი დიაგნოზის დასმის წინაპირობაა.  სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ, კი ხდება ინდივიდუალური ღაბაშების დამზადება. კვლევა ძირითადად, ტარდება 3-4 წლიდან და მისი ჩატარებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21 კილოგრამს. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის წყალობით, დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მონაცემების შესახებ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *