ორთოპედიული პროდუქტების მიმართ მოთხოვნილება ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდია. ამ პროდუქციის გამოყენების საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანებს ჯანმრთელობის კუთხით გარკვეული პრობლემები ექმნებათ. ეს შესაძლოა იყოს: მოტეხილობა, ღრძობა, დაჭიმულობა ან რომელიმე დაავადების განვითარება. ორთოპედიულ პროდუქტებს მომხმარებლები, ძირითადად, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციისა და დაზიანებების მკურნალობის ან შესაბამისი დაავადებების პროფილაქტიკის დროს იყენებენ.
სუპინატორები
ბრტყელტერფიანობის დროს ეფექტურია სუპინატორების გამოყენება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ფეხის სტაბილურობის შენარჩუნებასა და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. მისი ჩაღრმავებული ქუსლი კი უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. სუპინატორები ადვილად ჯდება სპორტული სტილის დახურულ ფეხსაცმელში და მათი ტარება საკმაოდ კომფორტულია, შესაბამისად, თუ ტერფზე მუდმივად გრძნობთ ტკივილსა და დისკომფორტს – ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება სუპინატორის გამოყენებით.
ფიქსატორები
ფიქსატორები, ძირითადად სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი და მათი დანიშნულებაა, სახსრის მოძრაობა ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდოს. ეს პროდუქტი სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის არის განკუთვნილი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები – სხეულის ამ ნაწილში სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. ასევე ზოგიერთი მათგანი ხსნის დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს.
- სხივ-მაჯის ფიქსატორები – უზრუნველყოფს მაჯის სახსრის იმობილიზაციას მაჯის მოტეხილობის, ამოვარდნილობის და მაჯის სახსრის მყესების დაჭიმულობის დროს.
- მხრის ფიქსატორები – გამოიყენება ართრიტის, ართროზის, მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის შემთხვევაში. მისი ტარება მხრის კუნთებისა და მყესების დაზიანება/დაჭიმვის დროსაც ეფექტურია.
- მუხლის ფიქსატორები – სხვადასხვა ტრავმის და მყესების დაჭიმულობის დროს შეგიძლიათ შეიძინოთ. ის იცავს მუხლის სახსარს დაზიანებისგან და აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს.
ორთოპედიული ბალიშები
მომხმარებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში მას საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ორთოპედიული ბალიში სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელისა და კისრის ტკივილის აღმოფხვრასაც უწყობს ხელს. ასევე ის სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ადამიანებს მშვიდად ძილში ეხმარება. ასევე ეხმარება ადამიანებს კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში.
წელის ქამრები
წელის ქამრები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად. წელის ქამრები და კორსეტები სხეულის ამ ნაწილში დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ, ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. გასაბერი წელის კორსეტი კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთა-შუა დისკების დაზიანების, სპონდილოზის დროსა და მენჯ-ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად.