რა არის ნაწოლების მატრასი?

ნაწოლების მატრასი ავადმყოფის მოვლის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან მისი რეგულარული მოხმარება ნაწოლების გაჩენის რისკს მაქსიმალურად ამცირებს. ამასთანავე, ამ პროდუქტს აქვს კომპრესორი, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით სხეულის იმ წერტილებში, რომლებიც ხანგრძლივ ზეწოლას განიცდიან. ნაწოლების მატრასი მწოლიარე ადამიანებში ასევე კანის ატროფიისა და წყლულების ჩამოყალიბების პრევენციას უწყობს ხელს

როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ნაწოლების მატრასი?

პაციენტი მოვლის პროცესში ხარისხიანი ნაწოლების  საწინააღმდეგო მატრასის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნაწოლის საპროფილაქტიკო მატერიალური დანახარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უშუალოდ ნაწოლის მკურნალობას სჭირდება. ამიტომ შაერჩიეთ ხარისხიანი ლეიბი და სწორ საწოლზე მოათავსეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ კანი ყოველდღე უნდა დათვალიერდეს, განსაკუთრებით – ძვლოვანი წანაზარდების მიდამოებში.  უმაღლესი ხარისხის ნაწოლების მატრასების შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალ ხედვის” ფილიალებში.  სამედიცინო ჯგუფი პროდუქციის იმპორტს  საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. 

როგორ შევიძინოთ ნაწოლების მატრასი?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის  ნაწოლების მატრასს სთავაზობს. აღნიშნული პროდუქტის შეძენა სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” 12 საფირმო მაღაზიაშია შესაძლებელი. სასურველი პროდუქტის შერჩევა თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის ხელმისაწვდომი. ამისთვის, მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ. განვიხილოთ  სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” ნაწოლების პრევენციისთვის  განკუთვნილი პროდუქცია:

  • ნაწოლების მატრასი –  მისი რელიეფური ზედაპირი და ჰაერის კომპრესორი სისსხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც ნაწოლების გაჩენას უშლის ხელს. გარდა ამისა, აღნიშული პროდუქცია კუნთებს ასტიმულირებს და ტკივილსაც ამცირებს.
  • ნაწოლების გასაბერი რგოლი –  გამოიყენება ლოკალურად, მცირე პერიმეტრში ნაწოლის ჩამოყალიბების პრევენციისთვის. ნაწოლების გასაბერი რგოლი ხელს უშლის სისხლძარღვების კომპრესიას, რის ხარჯზეც ნაწოლის ჩამოყალიბება მაქსიმალურად მცირდება. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *