რა არის ვარიკოზი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას?

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარიკოზი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. სტატისტიკურად ეს პრობლემა 10-დან 3-ზრდასრულში მაინც ვლინდება, რომელთა დიდ ნაწილს ქალბატონები იკავებენ. ვენების ვარიკოზული დაავადების ალბათობა ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. რისკის ჯგუფში, ასევე, შედიან ის ადამიანები, რომლებიც დღის მანძილზე დიდ დროს ატარებენ ფეხზე, დგომის რეჟიმში. ვარიკოზის დროს ვენებზე ჩნდება გაფართოებული კვანძები , რომლებიც სავსეა სისხლით.  გარდა ვიზუალური მხარისა, ეს დაავადება იწვევს კიდურების შეშუპებას, წვის შეგრძნებასა და ზოგ შემთხვევაში ქავილს. ვარიკოზის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მემკვიდრეობა, დიდხანს ფეხზე დგომა, ჯდომა და ჭარბი წონა . გარდა ამისა, ამ დაავადებების გამომწვევ ფაქტორებად მიიჩნევა:

  • გენეტიკა;
  • ასაკი;
  • დატვირთული სამსახურეობრივი რეჟიმი;
  • ორსულობა;
  • ჰორმონალური დისბალანსი.

დიაგნოზის დასასმელად საკმარისია ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება: დოპლეროგრაფია და დუპლექს-სკანირება. თუმცა, თუკი ამის აუცილებლობაა, ასევე, იყენებენ –  რადიონუკლიდურსა და რენტგენოკონტრასტულ კვლევის მეთოდებსაც, რომლის დროსაც ვენებში შეჰყავთ უვნებელი ნივთიერება და იკვლევენ მის განაწილებას სისხლძარღვებში. მკურნალობა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე თუ რომელ სტადიაში მოხდა პრობლემის  გამოვლენა. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზის სამკურნალოდ ყველაზე გავრცელებულია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია, მედიკამენტების გამოყენება და კომპრესიული თერაპია.

ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყებეა ფართოდ გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ამცირებს სისხლის შეგუბებასა და გამოიყენება დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკისთვის. ვარიკოზისთვის განკუთვნილი კომპრესიულ კოლგოტები და წინდები ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს და  კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. კომპრესიული ტრიკოტაჟის  მრავალფეროვან არჩევანს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს, რომელიც შვეიცარიული ბრენდის, Sigvaris-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Sigvaris არის წარმოდგენილი რამდენიმე ქვებრენდით და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ქსოვილის, ფერის, დიზაინისა და ზომის კომპრესიულ წინდებს, რაც მაქსიმალურად ერგება ყოველი ადამიანის ინდივიდუალურ სამედიცინო პრობლემასა და საჭიროებას. სწორედ ამიტომ კომპრესიული თერაპიის პროცესი პაციენტებისთვის ეფექტურთან ერთად, კომფორტული და სასიამოვნოცაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *