რა ორთოპედიული პროდუქტების გამოყენებაა რეკომენდებული ორსულებისთვის?

ორსულობა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რომელსაც დიდი ყურადღება და მოფრთხილება სჭირდება. ამ დროს სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით – იქნება ეს მედიკამენტების მიღება, თავის მოვლა თუ კვება. ამ პერიოდში უნდა მოერიდოთ მძიმეების აწევას, თმის შეღებვას, ლაზერულ ეპილაციასა და სიგარეტის მოწევას. გარდა ამისა, მედიცინაში უკვე არსებობს ისეთი ორთოპედიული პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც ორსულობის პერიოდში სხვადასხვა გართულების პრევენციას უზრუნველყოფს, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • ორსულობის ქამრის – გამოყენება, წელის არეში დატვირთვას ამცირებს და მაქსიმალურად კომფორტულ გადაადგილებას უწყობს ხელს. მათი ტარება განსაკუთრებით ეფექტურია მე-12 კვირიდან 24-ე კვირამდე,  რადგან ამ დროს მენჯის ძვლებზე დატვირთვა იზრდება. უმეტესობას წელის ტკივილი ორსულობის მეორე ტრიმესტრში იჩენს თავს და, შესაბამისად, ამ პერიოდში მათი ტარება წარმოქმნილი დისკომფორტის დაძლევაში დაგეხმარებათ. საურსულე ბანდაჟის გამოყენება, ასევე,  რეკომენდებულია მუცლის დაწევის თავიდან ასარიდებლად და ზურგის კუნთების გასაძლიერებლად.
  • ორთოპედიული ბალიშები – დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კისრისა და მხრის კუნთების სწორი ანატომიური მდგომარეობა ძილის დროს.ორსულებს, ასევე, ხშირად აწუხებთ გულძმარვა, რომელსაც ჰორმონალური დისბალანსი  და ფიზიკური ცვლილებები იწვევს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად იდეალურია რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიშის გამოყენება, რომელიც ლატექსის ანტიალერგიული მასალისგანაა დამზადებული. ამ ბალიშის 45 გრადუსით ამაღლებული ზედაპირი უზრუნველყოფს კუჭისა და საყლაპავის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას და ხელს უშლის კუჭის მჟავის საყლაპავ მილში გადმოსვლას.
  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი ორსულებისთვის – გამოიყენება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას. კომპრესიული წინდა იცავს კიდურებს შეშუპებისგან, დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებისგან.

გარდა ამ სამედიცინო საშუალებებისა და რეკომენდაციებისა, ორსულობის პერიოდში მიზანშეწონილია მცირე ფიზიკური აქტივობა და ფეხით სიარულიც. ამ დროს, კი  სასურველია სილიკონის სუპინატორების გამოიყენოთ.   ეს პროდუქტი  ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას უზრუნველყოფს და ამცირებს ტკივილს სიარულისას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *