როგორ ვუმკურნალოთ სქოლიოზს?

სქოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება, მსოფლიოში ძალიან გავრცელებული დაავადებაა. ეს პრობლემა, ძირითადად, ადრეულ ასაკში ვლინდება, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. სქოლიოზი უფრო მეტად გოგონებში ვითარდება.  მოზარდებში სქოლიოზით დაავადებულთა  თანაფარდობა დაახლოებით ასეთია: 7 გოგო : 1 ბიჭი. სქოლიოზი არსებობს I და II ხარისხის –  შედარებით მსუბუქად მიიჩნეული და III და IV – რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყობას აზიანებს.

  • სტატიკურ სქოლიოზს ზურგისა და მუცლის კუნთების სისტემატური ცალმხრივი სტატიკური დატვირთვა იწვევს. მათ შორის არის: პროფესიული და ფუნქციური სქოლიოზები ასევე, სასკოლო სქოლიოზიც. დიდია მათ განვითარებაში კომპიუტერის როლი;
  • პათოლოგიის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ბრტყელი ტერფი და ტერფის მაღალი თაღიც; არსებობს თანდაყოლილი სქოლიოზიც, რომელიც მუცლადყოფნის პერიოდში სხვადასხვა დარღვევითა და მემკვიდრეობითი ფაქტორებით არის განპირობებული.

სქოლიოზის განვითარებას ასევე ხელს უწყობს რაქიტი, ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიები, ტუბერკულოზი, პოლიომიელიტი, ხერხემლის ტრავმები. გარდა ამისა, თანამედროვე სამყარომ და პასიურ ცხოვრებაზე გადასვლამ გამოიწვია კუნთოვანი სისტემის არასწორი განვითარება, რაც შემდეგ ძვალსახსროვანი სისტემის მრავალი პათოლოგიის განვითარების წინაპირობაა. ამიტომ მკურნალობისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ფიზიკური აქტივობა-ვარჯიში. სქოლიოზის დროს ექიმები ნიშნავენ ხერხემლის ქამრებს. ეს პროდუქტი ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილის შემცირებასა და  ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უზრუნველყოფს. ხერხემლის ქამრის დამატებითი პლასტმასის ჩანართები და ღვედი აფიქსირებს ხერხემალს და ამცირებს ამ არეში დისკომფორტის შეგრძებას.

რა დრო სჭირდება სქოლიოზის მკურნალობას?

სქოლიოზის მკურნალობა არ არის მარტივი პროცესი და სწრაფად ამ პრობლემასთან გამკლავება რთულია. ვადები განისაზღვრება დეფორმაციის ხარისხისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. მას ძირითადად ფიზიკური აქტივობებით – ცურვით, მასაჟებითა და სპეციალური ვარჯიშებით  მკურნალობენ. ხერხემლის გამრუდების ხარისხი როდესაც მაღალია, მაშინ  დღის წესრიგში ქირურგიული ჩარევის საკითხი შეიძლება დადგეს. მკურნალობის მეთოდებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ხერხემლისა და მხრების ქამრებსა და კორსეტებს, რომელთა მთავარი დანიშნულება ხერხემლის სტაბილიზაცია, მისი სწორი პოზიციონირება და ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსაციაა. იქიდან გამომდინარე, რომ ხერხემლის მდგომარეობა მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის მას ყურადღება  ადრეული ასაკიდან უნდა მიექცეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *