თრომბის საწინააღმდეგო გეტრი – რა უნდა ვიცოდეთ?

თრომბმა სისხლძარღვი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაახშოს. ამ დაავადების სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ, რომელ ორგანოს სისხლძარღვში ჩამოყალიბდა იგი. თრომბის დამახასიათებელი სიმპტომებია:
● ტკივილი კიდურებში;
● სიმძიმე და შეშუპება;
● კანის ფერის ცვლილება;
● კიდურების დაბუჟება;
● ტკივილი მკერდის არეში.

როდის არის საჭირო თრომბის საწინააღმდეგო გეტრის გამოყენება?

თრომბის საწინააღმდეგო გეტრი თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება. ეს პროდუქტი ასევე ეფექტურია ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. წინდები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. ეს პროდუქტი ხელს უწყობს:
● ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
● ფეხებში სიმძიმის შეგრძნების მოხსნას;
● დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;
● კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

რა ტიპის თრომბის საწინააღმდეგო გეტრები არსებობს?

ანტივარიკოზული გეტრები გამოიყენება ოპერაციამდე, ოპერაციის დროსა და ორსულობის პერიოდში. ამიტომ თრომბის საწინააღმდეგო გეტრების შერჩევამდე უმჯობესია, რომ, პირველ რიგში, მიაკითხოთ ექიმს და მისი მითითების შესაბამისად შეარჩიოთ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) – სამედიცინო დანიშნულების წინდაა, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე მას გამოიყენებენ ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს.
● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა – ანტი-თრომბოემბოლური წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
● ანტითრომბოებოლური მაღალყელიანი წინდა -გამოიყენება თრომბოზის და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
● მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

სად შევიძინოთ თრომბის საწინააღმდეგო გეტრები?

თრომბის საწინააღმდეგო გეტრების მრავალფეროვანი არჩევანი წარმოადგენილია კომპანია “ახალი ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის პროდუქციის შეძენა საქართველოს მასშტაბით – თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. სასურველი პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ შესყიდვაც, ვებგვერდის მეშვეობით – akhalikhedva.ge.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like these