წელის ტკივილი მამაკაცებში ხშირია გადატვირთული ფიზიკური დატვირთვისა და პროფესიული საქმიანობის გამო. მამრობითი სქესის წარმომადგენლებში ეს პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლება იყოს. ტკივილი წელის არედან იწყება და მუცლის ქვედა მხარეს გადაეცემა, რაც შარდის გამოყოფის გართულებას იწვევს. მსგავსი შეგრძნება თან ახლავს აპენდიქსის ანთებას ან შარდ-კენჭოვან დაავადებებს. მამაკაცებში წელის ტკივილის გამომწვევი სხვა ფაქტორებიც არსებობს. მაგალითად, გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, კოქსართროზი და სხვა.
წელის ტკივილის სიმპტომები
წელის ტკივილის დროს რთულდება მოძრაობა, დახრა და დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა/დგომა. მას ახასიათებს სხვადასხვა სახის ტკივილი:
- ყრუ, ძლიერი ან მწვავე;
- პერიოდული ან მუდმივი;
- ზედაპირული ან ღრმა.
გარდა ამისა, ძლიერი წელის ტკივილი იწვევს უძილობას, უმოძრაობასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
რა იწვევს წელის ტკივილს მამაკაცებში?
წელის ტკივილი მამაკაცებში შესაძლოა უხერხულ მოძრაობას, მძიმე საგნის აწევას ან მანქანის ხანგრძლივ მართვასაც უკავშირდებოდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასწორი ძილი ან ვარჯიში იწვევს წელის ტკივილს. თუმცა, ამ ფაქტორების გარდა, არსებობს სხვა, ბევრად სერიოზული მიზეზებიც, როგორიცაა: ხერხემლის რომელიმე პათოლოგია ან უროლოგიური ხასიათის პრობლემები:
- წელკავი;
- პროფესიული საქმიანობა;
- დაცემა;
- ავარია;
- დაავადებები და პათოლოგიები.
წელის ტკივილის მკურნალობა მამაკაცებში
წელის ტკივილი მამაკაცებში სხვადასხვა მეთოდით ხდება. შესაძლოა, ეს პრობლემა მედიკამენტების მიღებით ან ფიზიოთერაპიის კურსის ჩატარებით დასრულდეს. თუმცა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში, ცურვა, სწორი ჯდომა და წოლა – ეს არის იმ რეკომენდაციების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც ექიმები წელის ტკივილის დროს მამაკაცებს ურჩევენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში სიმძიმეების აწევასა და ზოგიერთი სახის დატვირთვაზე უარი თქვათ და მწვავე ტკივილის პერიოდში მკვეთრი მოძრაობები შევზღუდოთ. ამ აქტივობების გარდა, მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში ეფექტურია წელის ქამრების ტარება. გარდა იმისა, რომ ეს ორთოპედიული პროდუქტები ადამიანებს ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარება, ასევე ეფექტურია მათი გამოყენება სხვადასხვა პრობლემის დროს, როგორიცაა ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, ლორდოზი, სქოლიოზი და ხერხემლის სხვა პათოლოგიები. ეს პროდუქტები ასევე ინიშნება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. ისინი ხელს უწყობს ხერხემლის დაკონკრეტულად წელის მიდამოს იმობილიზაციასა და შესაბამის არეში დატვირთვის შემსუბუქებას.