ტერფის ღრძობა შესაძლოა გამოიწვიოს უეცარმა ტრავმამ ან სპორტული აქტივობის დროს არასწორმა მოძრაობამ. ეს პრობლემა ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს ფეხზე დგომა უწევთ ან ისეთი ფიზიკური აქტივობებით არიან დაკავებული, რომლის დროსაც დაზიანების რისკი მაღალია. ტერფის ტკივილის მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად, თუ მისი გამომწვევი მიზეზი ღრძობა ან დაჭიმულობაა, აუცილებელია მისი ფიქსაცია, ასევე რეკომენდებულია მედიკამენტოზური მკურნალობის დამატებაც. როგორც წესი, ეს კეთდება ექიმთან კონსულტაციის შედეგად და მისი სრული კონტროლის ქვეშ.
ტერფის ღრძობის სიმპტომები
ნაღრძობ ტერფს თან ახლავს მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხის ყოველი მოძრაობისას და ამ დროს გადაადგილება თითქმის შეუძლებელი ხდება. ტკივილი შესაძლოა დღის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდეს ან მუდმივად გვაწუხებდეს. ძირითადად, დისკომფორტთან ერთად ასევე ვითარდება:
- შეშუპება;
- სისხლჩაქცევა;
- აქილევსის მყესის ძლიერი დაჭიმულობა;
- კოჭ-წვივის სახსარში მოძრაობის შეზღუდვა.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ტერფის ღრძობა?
ტერფის ღრძობა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანში. ეს პრობლემა ძირითადად, უკავშირდება:
- არასწორ მოძრაობას;
- გადახტომას;
- სპორტულ აქტივობას.
ნაღრძობი ტერფის მკურნალობა
ტერფის ღრძობის დროს პირველ რიგში მისი იმობილიზაცია უნდა მოხდეს. ამ მიზნით ექიმები ტერფის ფიქსატორებს ნიშნავენ. მოტეხილობის, ღრძობისა და სხვადასხვა ტრავმის დროს ორთოპედიულ პროდუქტების გამოყენება მნიშვნელოვანია. მაგალითად, ფიქსატორები სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი და დაზიანებული ადგილის იმობილიზაციასთან ერთად, ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს. გთავაზობთ, რამდენიმე პროდუქტის ჩამონათვალს, რომლის გამოყენებაც ტერფის ღრძობის დროს ეფექტურია:
- ქუსლის ფიქსატორი – გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ. ხშირია მისი გამოყენება სპორტული ტრავმების დროს.
- ქუსლის საუპინატორი დამზადებულია სილიკონისგან და იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა. ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
გარდა ამისა, სუპინატორი ტერფს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და ეს პროდუქტი ტკივილის შემცირებასაც უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტერფთან დაკავშირებულ პრობლემებს სათანადო ყურადღება დაუთმოთ და სწორი მკურნალობა ჩაიტაროთ.