წელის ბანდაჟი ხელს უწყობს წელის სტაბილიზაციასა და ხსნის დატვირთვას ზურგის არეში. ეს პროდუქტი ამცირებს წელის ტკივილს და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენასაც უზრუნველყოფს. წელის ბანდაჟები პაციენტებს წელის სხვადასხვა პრობლემის დროს ეხმარება. ამიტომ მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.
წელის ბანდაჟის ბენეფიტები
წელის ტკივილის დროს ადამიანებს მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს წელის ბანდაჟები. მათ მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. წელის ბანდაჟები ხელს უწყობს:
- ტკივილის შემსუბუქებას;
- სხვადასხვა დაავადების პრევენციას;
- ხერხემლის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას.
წელის ბანდაჟის სხვადასხვა ტიპები
წელის ქამრებს შეიძლება ჰქონდეს პლასტმასის ან მეტალის ჩანართი, რაც უზრუნველყოფს ფიქსაციას შესაბამისი ხარისხით. აუცილებლია, რომ წელის ქამრებისა და კორსეტების ზომა სწორად შეირჩეს, რათა ქამარი იყოს მაქსიმალურად ეფექტური თქვენთვის. ეს პროდუქტი არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
- ორსულობის ბანდაჟი – ზურგისა და წელის არეში დატვირთვას ამსუბუქებს და ტკივილსაც ამცირებს. გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
- წელის მატყლის კორსეტი – სითბური ეფექტი აქვს და ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას წელისა და მუცლის არეში . გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
- ოპერაციის შემდგომი სარტყელი – გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ექიმის დანიშნულებით.
სად შევიძინოთ წელის ბანდაჟი?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დანიშნულების მქონე წელის ბანდაჟებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდებია – მორსა/MorsaCyberg და ბაუერფეინდი/Bauerfeind. მათი შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში – გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვასაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი კონსულტანტი ადგილზე უმოკლეს დროში მოგიტანთ.