რვიანისებური ფიქსატორი

რვიანისებურ ფიქსატორს იყენებენ მკურნალობის, რეაბილიტაციისა და დავადებების პრევენციის მიზნით. მათი ტარების კონკრეტული დრო არ არის დადგენილი, რადგან ეს პერიოდი ინდივიდუალურ პრობლემაზეა დამოკიდებული და მათი ტარების ხანგრძლივობაც განსხვავებულია. ლავიწის კორსეტმა ფაქტობრივად თაბაშირი ჩაანაცვლა. მოტეხილობის დროს ამ პროდუქტს პაციენტები ბევრად ხშირად იყენებენ, რადგან ის ლავიწის ძვალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და თაბაშირთან შედარებით ბევრად კომფორტულია. თუმცა, ლავიწის გასასწორებელი ქამარი მხოლოდ მოტეხილობების დროს არ გამოიყენება.

რისთვის არის საჭირო რვიანისებური ფიქსატორი

რვიანისებური ფიქსატორი ეფექტურია ასევე მხრების დეფორმაციის გასასწორებლად, პროფილაქტიკის მიზნით ან დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში კუნთების სარელაქსაციოდ. ეს პროდუქტი:

  • ამცირებს ტკივილს ზურგის არეში;
  • მოხრილობის შემთხვევაში ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს;
  • ახდენს დაზიანებული ადგილის იმობილიზაციას.

კომპანია “ახალი ხედვა” უმაღლესი ხარისხის რვიანისებურ ფიქსატორებს გთავაზობთ. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდები მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. Morsa Cyberg თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, საქართველოში კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. განვიხილოთ “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში წარმოდგენილი რვიანისებური ფიქსატორების ნაწილი:

  • ზურგ-დამჭერი – ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტია, რომელიც ეხმარება პაციენტს მხრების განზიდვაში და აფიქსირებს ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში. მას აქვს პლასტმასის ჩანართები და ასევე სპეციალური ბალიშები იღლიის მიდამოში, რათა ავიცილოთ კანის გაღიზიანება და მექანიკური დაზიანება. ის გამოიყენება სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
  • მხრების ქამარი – არის მარტივი კორსეტი, რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან. მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვისთვის. ეს კორსეტი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობისას, თაბაშირის შემცვლელად.

●      ლავიწის კორსეტი – აფიქსირებს ლავიწის ძვალს მოტეხილობის დროს, გამოიყენება თაბაშირის შემცვლელად. დამზადებულია ანტიალერგიული მასალისგან. არის სტანდარტული ზომის, შესაბამისად ერგება ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს.

●      ლავიწის ფიქსატორი – გამოიყენება ლავიწის ძვლის სტაბილიზაციისთვის, მოტეხილობის დროს. ამ პროდუქტს ასევე იყენებენ მხრებში გასამართად და სქოლიოზის პროფილაქტიკისთვის. კორსეტი დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან და კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში გამოსაყენებლად.

დამატებით რა უნდა ვიცოდეთ რვიანისებურ ფიქსატორზე

რვიანისებური ფიქსატორის ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და მოხრილობის შემთხვევაში ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. მათი ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. უმჯობესია,  რომ მათ გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *