სამკურნალო გეტრები საკმაოდ მოთხოვნადი სამედიცინო დანიშნულების პროდუქტია, რომელსაც პაციენტები მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ. ვარიკოზის გეტრი, ასევე ეფექტურია ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. სამედიცინო გეტრები ადამიანებს საგრძნობლად უმსუბუქებს მდგომარეობას. ეს პროდუქტი ხსნის შეშუპების, დაღლილობისა და წვის შეგრძნებას, განსაკუთრებით, კი მგზავრობის დროს.
ვისთვის არის საჭირო სამკურნალო გეტრები?
სამკურნალო გეტრები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. თრომბოემბოლიურ წინდებს ვარიკოზის დროს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. ამ პროდუქტს იყენებენ:
- ოპერაციამდე;
- ოპერაციის შემდგომ;
- ორსულობის პერიოდში;
- მწოლიარე პაციენტები;
- ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
რა ბენეფიტები აქვს სამკურნალო გეტრებს?
სამკურნალო გეტრები ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას, ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას. ვარიკოზის გეტრები:
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და დინებას ქვედა კიდურებიდან გულისკენ;
- პაციენტებს უხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში.
როგორ ვატაროთ და მოვუაროთ სამკურნალო გეტრებს?
რეკომენდებულია, რომ წინდები ჩაიცვათ დილით, ისე, რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უმჯობესია, რომ სამკურნალო გეტრების ჩასაცმელად გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა ფრჩხილით არ მოხდეს წინდის მექანიკური დაზიანება.
როგორ შევარჩიოთ სწორად ვარიკოზის გეტრი?
ვარიკოზის გეტრები განირჩევა კლასის მიხედვით:
- პირველი კომპრესია – გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს.
- მეორე და მესამე კლასის კომპრესიული წინდებისა და კოლგოტების ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.
განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
- მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ანტი-თრომბოემბოლიური წინდა – ანტი-თრომბოემბოლური წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.