ნერვის გაჭედვა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როდესაც გარშემომყოფი ქსოვილები – ძვლები, ხრტილები, კუნთები ან მყესები ნერვზე გადაჭარბებულ ზეწოლას ახდენენ. ეს პროცესი არღვევს ნერვის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც იწვევს ტკივილს, დაბუჟებასა და სისუსტეს. ამ დროს აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება, ასევე ეცადეთ, რომ ერთ მდგომარეობაში დიდხანს არ გაჩერდეთ, რადგან არა სწორად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა – ამ პრობლემის პროვოცირებას იწვევს.
რა იწვევს ნერვის გაჭედვას?
ნერვის გაჭედვის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც მექანიკური დაზიანება, ისე ცხოვრების წესთან დაკავშირებული. ნერვის გაჭედვის სხვა გამომწვევი მიზეზებია:
● მალთაშუა თიაქარი – ამ დროს ხერხემლის დისკის დაზიანებისას მისი შიგთავსი აწვება ნერვულ დაბოლოებას.
● ოსტეოქონდროზი და მარილების დაგროვება – ამ დროს ძვლოვანი წანაზარდები ავიწროებენ ნერვის გასასვლელ არხს.
● ტრავმები და დაჭიმულობ – უეცარი მოძრაობა, მძიმე ტვირთის აწევა ან სპორტული დაზიანება.
● ანთებითი პროცესები – კუნთების ან სახსრების ანთება, რაც იწვევს ქსოვილების შეშუპებას და ნერვზე ზეწოლას.
● არასწორი პოზა – დიდხანს ერთ პოზიციაში ყოფნა ან მოუხერხებელ პოზაში ძილი.
● წონა და ორსულობა – ზედმეტი წონა ზრდის დატვირთვას ხერხემალზე, რაც ზრდის ნერვის მოყოლის რისკს.
ნერვის გაჭედვის სიმპტომები
ნერვის გაჭედვა ძალიან შემაწუხებელია და ახასიათებს მძაფრი ტკივილი. გარდა ამისა, სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მოხდა ნერვის მოყოლა. ნერვის გაჭედვის სიმპტომებია:
● მწვავე ტკივილი;.
● დაბუჟება;
● ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში;
● კუნთების სისუსტე;
● მოძრაობის შეზღუდვა.
ნერვის გაჭედვის მკურნალობა
ნერვის გაჭედვის მკურნალობის პროცესში მნიშვნელობა არ აქვს სხეულის რომელ ნაწილში განვითარდა ნერვის ანთება, სწორი მკურნალობის პროცესისთვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ შესაბამისი გამოკვლევები. ნერვის შეტევითი ტკივილის დროს ასევე, უნდა შეარჩიოთ ისეთი მდებარეობა, რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს. მაგალითად, თუ იდაყვის ნერვის ანთება გაწუხებთ ამ დროს ატარეთ იდაყვის ფიქსატორი, რომელიც დამზადებულია ნეოპრინის ჰაერგამტარი ქსოვილისაგან. მისი დამატებითი ბალიში ფიქსაციას უზრუნველყოფს და ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს. კისრის ნერვის ანთების დროს კი იმობილიზაციისა და ტკივილის შესამსუბუქებლად კისრის სტაბილიზატორი გამოიყენეთ. ის ეფექტურია ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს, ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას უზრუნველყოფს. ხერხემალზე არსებული პრობლემების დროს კი წელის კორსეტები არის რეკომენდირებული.