მუხლის ფოსოს და იოგის ფიქსატორი

მუხლის ფოსოს ფიქსატორი მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და მას დამატებითი დაზიანებისგან იცავს. ეს პროდუქტი  გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების დროს. მუხლის უმნიშვნელო ტკივილი ეფექტურად ექვემდებარება თვითმკურნალობას და ადამიანები ამ პრობლემის აღმოფხვრას სახლშიც ახერხებენ. მუხლის უმოძრაოდ გაჩერება ტკივილის დროს ყველაზე მეტად ეხმარება პაციენტს. მუხლის ტრავმის მიღების პირველ ეტაპზე საჭიროა:

  • დაზიანებული ადგილი მსუბუქად გადაიხვიოთ;
  • მინიმუმამდე შეამციროთ დაზიანებულ კიდურზე დატვირთვა და ეცადოთ, რომ ტრავმირებული კიდური უმოძრაოდ გქონდეთ;
  • ტკივილის შესამსუბუქებლად ფეხი შემაღლებული ადგილას მოათავსოთ.

რისთვის გამოიყენება მუხლის ფოსოს და იოგის ფიქსატორი?

მუხლის ტკივილი საკმაოდ რთული ასატანია, რადგან გადაადგილების დროს ის დიდ დისკომფორტს იწვევს. ხშირად ტკივილი იმდენად შემაწუხებელია, რომ ცხოვრების ნორმალურ რიტმშიც კი ხელის უშლის ადამიანებს. მუხლის ფოსოსა და იოგის ფიქსატორი

  • იცავს მუხლს დაზიანებისგან;
  • ეხმარება მუხლს დაზიანების შემდეგ რეაბილიტაციაში.

რა ტიპის პროდუქტები არსებობს?

მუხლის ფოსოს და იოგის ფიქსატორი არსებობს როგორც მოკლე, ასევე გრძელი მოდელი, რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი – გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. არსებობს როგორც მოკლე, ასევე გრძელი მოდელი, რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.
  • მუხლის მყესის დამჭერი – გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.
  • მუხლის ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით – გვერდებზე არსებული კონტროლირებადი მექანიზმის დახმარებით შეგიძლიათ ფეხი სასურველ დონეზე მოხაროთ და გაშალოთ, მუხლის სახსრის მოხრის კუთხის რეგულირებით. გამოიყენება მყესების დაზიანებისა და სხვა ტრავმების დროს, ოპერაციის შემდგომ, ექიმის დანიშნულებით.
  • მყესის დამჭერი – გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს.

რა უნდა ვიცოდეთ მუხლის ფოსოს და იოგის ფიქსატორზე?

მუხლის ფოსოს და იოგის ფიქსატორის შერჩევა ხდება პრობლემის ტიპისა და მისი ხასიათის მიხედვით. თუ გვესაჭიროება სახსრის სრული იმობილიზიცია, რეკომენდებულია მუხლის ორთეზის ან მეტალისჩანართიანი ფიქსატორის გამოყენება. ამ სამედიცინო საშუალებების შეძენამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *