როგორ ვუმკურნალოთ კისრის გაშეშებას?

მიუხედავად იმისა, რომ კისრის გაშეშება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა სულაც არ არის, ის იმდენად დიდი დისკომფორტია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს ძალიან გვიშლის. ამ დროს ქვეითდება შრომისუნარიანობა, განწყობა და სამუშაო პროცესიც გაცილებით რთულდება. არადა, კისრის გაშეშება არ არის იშვიათი მოვლენა და შესაძლოა, ხშირად განმეორდეს მთელი წლის განმავლობაში. ამ დროს ჩვენი კუნთები დაჭიმულია და მთავარი პრობლემაც სწორედ, ეს არის. კისრის კუნთების დაჭიმულობა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა ან ინტენსიური ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა უწევთ. ამ დროს იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული. გარდა ამისა, შესაძლებელია მედიკამენტების მიღება და გამოყენებასხვადასხვა სამედიცინო დანიშნულების მქონე საშუალებების, რომლებიც ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. 

კისრის გაშეშების მკურნალობის გზები

როგორც აღვნიშნეთ, კისრის გაშეშების დროს სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების ტარება მდგომარეობას გვიმსუბუქებს. მათ შორის არის კისრის ფიქსატორები. ის ეფექტურია კუნთების დაჭიმულობის დროს და განსაკუთებით:

  • კომპიუტერსა თუ სმარტფონთან დაძაბულ მდგომარეობაში მუშაობის დროს;
  • არასწორ პოზიციაში ჯდომა/წლის ან კითხვა დროს;
  • კისრის აშეშების დროს ტკივილის შემსუბუქების მიზნით. 

ეს პროდუქტი ასევე, ხელს უწყობს კუნთების ტონუსის ნორმალიზებას და ზღუდავს კისრის მოძრაობას, რაც ტკივილის შემსუბუქების წინაპირობაა. გარდა ამისა, მას შეუძლია  კისერი ტრავმებისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას.  მისი ბამბის ზედაპირი კი მომხმარებლებს  მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

როგორ ავირიდოთ თავიდან კისრის გაშეშება


კისრის გაშეშება ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა, რადგან სხეულის ამ ნაწილში მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები – რეცეპტორები. ამიტომ ამ დროს  ემოციურო ფონიც  მაღალია და ქრონიკულ   სტრესს იწვევს. კისრის გაშეშებას ძირითადად, არასწორ მდგომარეობაში დიხანს ჯდომა/წოლა, მობილურის ხშირი გამოყენება, მძიმეების ტარება და ხანგრძლივი ვარჯიში იწვევს. ბუნებრივია, ჩამოთვლილი მიზეზებიდან ზოგიერთის კონტროლი შესაძლებელია, მაგრამ თუ, ჩვენი პროფესიული საქმიანობა დიდხანს ერთ ადგილზე დაძაბულ მდგომარეობაში ჯდომას უკავშირდება ამას ვერ შევცვლით. ამიტომ, ეს პროცესი ჩვენვე უნდა ვმართოთ. ამისთვის საჭიროა ვაკეთოთ მსუბუქი ვარჯიშები, რომელიც სპაზმის მოხსნაში დაგვეხმარება. ასევე, რეკომენდირებულია ცურვა, ფეხით სიარული და ორთოპედიული ფიქსატორებისა და ბალიშების აქტიური გამოყენება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *