ფეხის თითის ღრძობა შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე საგნის დაცემამ ან უხერხულმა მოძრაობამ. ეს პრობლემა პირდაპირ უშლის ხელს ნორმალურ მოძრაობასა და მუშაობას როგორც სახლში, ასევე სამსახურში, რაც დისკომფორტს იწვევს სხვადასხვა სიტუაციაში. ნაღრძობი ფეხის თითით არასწორმა მოქმედებამ შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს. ამიტომ სწორი მკურნალობის პროცესის ჩატარება აუცილებელია.
სიმპტომები
ფეხის თითის ღრძობა მარტივად შეიძლება მოტეხილობაში გადაიზარდოს, რადგან ორივე შემთხვევაში მოძრაობის დროს ტკივილი წარმოიქმნება. ნაღრძობი ფეხის თითის სიმპტომებია:
- ტკივილი;
- შეშუპება;
- ჩალურჯება;
- შესიება და შეწითლება;
- მგრძნობელობის დაკარგვა, რაც ნერვული დაბოლოების დაზიანებით არის გამოწვეული;
- მოძრაობის მცდელობის დროს მკვეთრი ტკივილი.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხის თითის ღრძობა?
ფეხის თითის ღრძობა ხშირია სპორტსმენებში და ბავშვებში. ეს ძირითადად გამოწვეულია ბურთზე ფეხზე ძლიერად დარტყმით ან უხერხული მოძრაობით. თუ თითის ტკივილი მსუბუქია, ამ შემთხვევაში ადამიანები მასაჟებით და ვარჯიშებით ცდილობენ პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ თუ დისკომფორტი დიდხანს გაგრძელდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ინდივიდუალური დანიშნულების მიღება.
ნაღრძობი ფეხის თითის მკურნალობა
ნაღრძობი ფეხის თითის მოშუშების ყველაზე ეფექტური მეთოდი იმობილიზაციაა. ამიტომ მსგავსი პრობლემის დროს სპეციალისტები ფიქსატორებს ნიშნავენ. იქიდან გამომდინარე, რომ არასათანადო მკურნალობამ შეიძლება ქრონიკული ტკივილი გამოიწვიოს, თითის ფიქსატორების შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება ხარისხზე გამახვილდეს. საერთაშორისო ბრენდების Morsa Cyberg/მორსასა და Berger/ბერგერის მიერ არის წარმოებული თითის ფიქსატორების შეძენა კომპანია „ახალი ხედვის“ ორთოპედიულ მაღაზიებშია შესაძლებელი. თბილისის გარდა, სამედიცინო ჯგუფი საქართველოს ოთხ რეგიონში არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს ოპტიმალურ ფასებში სთავაზობს. სასურველი ნივთის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ონლაინ რეჟიმში. პროდუქტს ადგილზე კონსულტანტი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.