წელის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს უხერხული მოძრაობით, სიმძიმეების აწევით ან სამეურნეო საქმიანობით. წელის ტკივილი შესაძლოა ერთჯერადი ხასიათის იყოს და სწორად შერჩეული თერაპიის შემთხვევაში, ამ უსიამოვნების დავიწყება მკურნალობის საშუალოდ 4 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი. ხოლო თუ ეს პრობლემა უყურადღებოდ დატოვეთ, მაშინ ტკივილი ქრონიკულ ფორმაში გადადის და თან დაყვება ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე. წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზებია:
- უროლოგიური პრობლემები;
- უხერხული მოძრაობა;
- მძიმე საგნის აწევა;
- ბავშვის მოვლ;
- მანქანის ხანგრძლივი მართვა;
- დაცემა.
როგორ ავირიდოთ თავიდან წელის ტკივილი?
წელის ტკივილის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სიმძიმეების აწევაზე უარის თქმა, სწორი ფიზიკური აქტივობა. ხერხემლის არეში დისკომფორტის პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა: ცურვა და სწორ ადგილზე ფეხით სიარული, რადგან ეს პროცესი ააქტიურებს ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს კუნთებს. ამ დროს ასევე, სპეციალური ვარჯიშები შეიძლება დანიშნოს ფიზიოთერაპევტმა ან ექიმმა.
წელის ტკივილის მკურნალობა
წელის ტკივილის მკურნალობის მიზნით, პაციენტები მედიკამენტებს იღებენ და ორთოპედიულ ქამრებს იყენებენ. წელის კორსეტები ხშირ შემთხვევაში მეტალის ან პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედები აქვს, რაც პრობლემის შესაბამისად, ზურგის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს. განვიხილოთ, რა ტიპის ორთოპედიულ ქამრები არსებობს:
- ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში. მას იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და სხეულის ამ ნაწილში სითბოს შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს, მაგრამ მეტი სითბური ეფექტისთვის, რეკომენდებულია მატყლის წელის კორსეტის გამოყენება, რათა ამინდის გაუარესებასთან ერთად თავი წელის და ზურგის ტკივილმა ნაკლებად შეგახსენოთ.
- ხერხემლის კორსეტი – დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობის, სქოლიოზისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. უმჯობესია, რომ ამ პროდუქტების გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ.