იდაყვის ყავარჯენი და ხელჯოხი

იდაყვის ყავარჯენს მომხმარებლები ფეხზე დატვირთვის შემსუბუქების მიზნით იყენებენ. ამ პროდუქტის მნიშვნელობა დიდია, რადგან ადამიანებს გადაადგილებაში ეხმარება. იდაყვის ყავარჯენს ატარებენ ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა:

  • სპორტული დაზიანება;
  • ავარია;
  • მოტეხილობა;
  • მყესების დაჭიმულობა.

გარდა ამისა, ფეხზე ან ტერფზე ქირურგიული ჩარევა ან მათი დაზიანება  მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების უნარს,  რთულდება სიარული, კიბეზე ასვლა და ამ დროს სხვისი დახმარების საჭიროება ჩნდება – ეს კი ხშირად უხერხულობას ქმნის. ამიტომ,  მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ხელჯოხი – მნიშვნელოვანი საყრდენია.

სხვადასხვა ტიპის იდაყვის ყავარჯენი და ხელჯოხი

არსებობს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ყავარჯნები, რომლებიც ერთმანეთისგან ფუნქციურად, დანიშნულებით, ვიზუალითა და  საყრდენი ფეხების რაოდენობით განსხვავდებიან. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია  სამფეხა ყავარჯენი და ოთხფეხა ყავარჯენი, სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადიც. მათ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები აქვთ და სიმაღლეში რეგულირებაც შესაძლებელია. კასტილის ფასიც შერჩეულ მოდელზეა დამოკიდებული.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ალუმინის იდაყვის ყავარჯენი – ეს პროდუქტი არის პლასტმასების საყრდენით, შესაძლებელია მისი სიმაღლეში რეგულირება და ფერის მიხედვით შერჩევა.
  • იღლიის ყავარჯენი – იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაწყებული გაქვთ სამედიცინო ხელჯოხის და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, მაშინ თქვენთვის იღლიის ყავარჯენი უფრო მოსახერხებელი იქნება.
  • იდაყვის ყავარჯენი – მისი გამოყენება მეტ ძალას მოითხოვს და გამოცდილი პაციენტებისთვის რეკომენდებულია. ის სხვა ხელჯოხებთან შედარებით უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია.
  • თვითგადასაადგილებელი ყავარჯენი – დამხმარე საშუალება, გამოიყენება პაციენტისთვის გადაადგილების გასამარტივებლად რეაბილიტაციის პერიოდში, მაგალითად მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ინსულტის, ცერებრალური დამბლის და ა.შ ასევე ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომელთაც უჭირთ დამოუკიდებლად გადაადგილება.

სამედიცინო ხელჯოხის გამოყენება, დამოკიდებულია რებილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობაზე და ეს საკითხი უმჯობესია ექიმმა ინდივიდუალური პრობლემიდან გამომდინარე გადაწყვიტოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *