ორთოპედიული ყავარჯენი მნიშვნელოვანი სამედიცინო საშუალებაა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სიარული სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ. ეს პროდუქტი პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს გადაადგილდნენ უსაფრთხოდ, დაიცვან წონასწორობა და მოძრაობა გაიმარტივონ.
სხვადასხვა ტიპის ორთოპედიული ყავარჯენი
ორთოპედიული ყავარჯენი, კასტილი არსებობს იდაყვის და იღლიის. მათ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები აქვთ და სიმაღლეში რეგულირებაც შესაძლებელია. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ხელჯოხები. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ფერითა და საყრდენი ფეხების რაოდენობით განსხვავდება. კასტილები არსებობს ერთ, სამ და ოთხფეხიანი, სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადიც. კასტილის ფასიც შერჩეულ მოდელზეა დამოკიდებული.
როდის არის საჭირო ორთოპედიული სამარჯვი?
ორთოპედიული სამარჯვი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს წონასწორობა დაიცვან და მოძრაობა გაიმარტივონ. ამიტომ ყავარჯენი ადამიანებისთვის ყოველდღიურ მოძრაობასა და გადაადგილებაში დიდ როლს ასრულებს. იდაყვის ყავარჯნის გამოყენება მეტ ძალას მოითხოვს და გამოცდილი პაციენტებისთვის უფრო რეკომენდებულია. ის უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია. იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაწყებული გაქვთ ყავარჯნის ტარება და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, მაშინ თქვენთვის იღლიის ყავარჯენი უფრო მოსახერხებელი იქნება. უმჯობესია, რომ ორთოპედიული ყავარჯენი პირად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეარჩიოთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ კასტილის შეძენისას?
აუცილებელია ყავარჯნების გამოყენებისას რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ:
- ეცადეთ, წონა ხელებით ატაროთ და არა იდაყვებით;
- ეცადეთ, ატაროთ დაბალი, დამხმარე ფეხსაცმელი;
- ეცადეთ, პატარა ნაბიჯები გადადგათ;
- ეცადეთ, მოერიდოთ ხალიჩებს და ელექტრო სადენებს;
- ეცადეთ, პირადი ნივთები ჯიბეში, ზურგჩანთაში ატაროთ და ხელში არაფერი გეჭიროთ.
- ეცადეთ, ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის განათება დააყენოთ თქვენს დერეფნებში, საძინებლებში და სველ წერტილებში.
ორთოპედიული ყავარჯნის გამოყენება ხელს უწყობს:
- წონასწორობის შენარჩუნებას;
- გადაადგილებას;
- მოძრაობის გამარტივებას.