კისრის დაჭიმვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რაც ადამიანებს ყოველდღიურად აწუხებთ. ძირითადად, ეს დაკავშირებულია ტექნოლოგიების განვითარებასთან და პროფესიულ საქმიანობასთან. ამიტომ აუცილებელია, რომ თქვენი ცხოვრების წესი შეცვალოთ და რეგულარულად მცირე ფიზიკური აქტივობები აკეთოთ. ვარჯიში გააძლიერებს კისრის კუნთებს, რაც დაძაბულობასა და დაჭიმულობას აგარიდებთ თავიდან. ასევე, სმარტფონის გამოყენების დროს:
- დაიჭერეთ ტელეფონი თვალის სიმაღლეზე;
- ყოველ საათში ერთხელ გადადეთ სპარტფონი და დაისვენეთ;
შესვენების დროს კი, გააკეთეთ კისრის ვარჯიშები:
- შეაერთეთ ხელები და მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ. დაეყრდენით ნიკაპით 7 წამის განმავლობაში და გაიმეორეთ სამჯერ;
- დახარეთ თავი მარჯვნივ, ეცადეთ ყური მხარზე მიიდოთ. თითო მხარეს ხუთჯერ გაიმეორეთ ეს მოძრაობა.
რა იწვევს კისრის დაჭიმულობას?
დიდი დროით ტელეფონში ყურება, კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომა ხელს უწყობს კისრის დაჭიმულობას. მას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს – შესაძლოა იყოს მწვავე, ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. ეს პრობლემა ასევე, ხშირია სპორტსმენებში რადგან კისრის დაჭიმვა ხშირად ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ვლინდება. გარდა ამისა, კისრის დაჭიმულობის გამომწვევი მიზეზებია:
- ოსტეოართროზი;
- კისრის ან ზურგის დაზიანება;
- სტრესი;
- არასწორ მდგომარეობაში ძილი.
როგორ ვუმკურნალოთ კისრის დაჭიმვას?
კისრის დაჭიმულობის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ქამრების გამოყენებას. ეს პროდუქტი საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ის ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში და მისი გამოყენება ეფექტურია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- კისრის გასაბერი საყელო – საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
- კისრის სტაბილიზატორი – გამოიყენება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ან კისრის მალების დეფორმაციის პრევენციისთვის. ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.
- ნახევრად რბილი და რბილი კორსეტები – ზღუდავს კისრის მოძრაობას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას მგზავრობის დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ამ პროდუქტების შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე.