რა პრობლემებს იწვევს პასიური ცხოვრების რეჟიმი?

კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, რომ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევს ამაზე მედიცინის წარმომადგენლები უკვე თამამად საუბრობენ. ამას ადასტურებს არაერთი კვლევაც, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი და პასიური ცხოვრების რიტმი ადამიანებზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია, რადგან ადამიანების დიდი ნაწილის სამუშაო სპეციფიკა  სწორედ დიდხანს მოითხოვს. პასიური ცხოვრების რეჟიმს  უკავშირდება:

  • წელის ტკივილი ასეთ დროს რეკომენდებულია ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშები, როგორიც არის ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული. ასევე ეფექტურია  წელის კორსეტებისა და ქამრების ტარება, რომლებიც აფიქსირებენ წელს, ამცირებენ დატვირთვასა და ტკივილს შეგრძნებას.
  • კისრის ტკივილი – კისრის ტკივილისთვის დამახასიათებელია დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნება. ამ პრობლემას იწვევს არასწორ პოზაში დიდხანს ჯდომა/წოლა, არასწორი მოძრაობა, სიმძიმეების აწევა ან რომელიმე დაავადება. ამ პრობლემას  ძირითადად ადამიანები სახლის პირობებში მკურნალობენ და ის შეიძლება რამდენიმე დღეში ან კვირაში გაქრეს. დისკომფორტის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიქსატორების გამოყენებას. კისრის ფიქსატორის შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე. ეს პროდუქტი  კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და დისკომფორტის შეგრძნებას მოგიხსნით.
  • ხერხემლის გამრუდება – თანამედროვე სამყარომ და პასიურ ცხოვრებაზე გადასვლამ გამოიწვია კუნთოვანი სისტემის არასწორი განვითარება, რაც შემდეგ ძვალსახსროვანი სისტემის მრავალი პათოლოგიის განვითარების წინაპირობაა. სქოლიოზის მკურნალობა არ არის მარტივი პროცესი და სწრაფად ამ პრობლემასთან გამკლავება რთულია. ვადები განისაზღვრება დეფორმაციის ხარისხითა და დაავადების სიმძიმით. მას, ძირითადად, ფიზიკური აქტივობებით – ცურვით, მასაჟებითა და სპეციალური ვარჯიშებით მკურნალობენ.
  • სახსრების ტკივილისახსრების ტკივილის თავიდან ასაცილებლად, ისევე როგორც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის პრევენციისთვის, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. ეს გულისხმობს როგორც სწორ კვებას,  ასევე ფიზიკურ აქტივობას. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ სიმძიმეების აწევასა და გადატანას. ყველა ამ სახის აქტივობის დროს დაზიანებულ სახსრებზე მოქმედებს ძალა, რომელიც გაცილებით აღემატება სხეულის წონას და უკვე სახეცვლილი ხრტილისთვის საკმაოდ საზიანო ხდება.

ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად შეინარჩუნეთ ჯანსაღი ცხოვრების რიტმი და ხანგრძლივი ჯდომის პერიოდში აკეთეთ კისრისა და ზურგის ვარჯიშები. კუნთების გაძლიერება, შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს სხვადასხვა პრობლემის განვითარების თავიდან ასარიდებლად. ტკივილების შესამცირებლად ასევე,  რეკომენდირებულია გამოყენება ორთოპედიული პროდუქტების, რომელთა დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების – Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Darco-ს, Bauerfeind-ის, Berger-ის  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას. სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის საფირმო სამედიცინო მაღაზიაში თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის შესაძლებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *