მხრის ტრავმა ძალიან შემაწუხებელია, რადგან მხარი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი სახსარია და მისი ტკივილით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებები ადამიანებს ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს უშლის. მხრის ტკივილის სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი არსებობს – ის შეიძლება, სახსრიდან ან მის გარშემო არსებული ნებისმიერი მყესიდან, იოგიდან და კუნთიდან დაიწყოს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ეს პრობლემა მოულოდნელ ტრავმასაც უკავშირდება. ბევრი გამომწვევი მიზეზიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მხრის ამოვარდნა .
მხრის ამოვარდნის სხვადასხვა ტიპები
მხრის პირველადი ამოვარდნილობის დროს ადამიანი მწვავე ტკივილს გრძნობს.არსებობს მხრის წინა, უკანა და ქვემო ამოვარდნილობა.მხრის ტკივილი თავს იჩენს მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის ანთების შემთხვევაშიც. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება .
მხრის ტრავმის მკურნალობა
მხრის მსუბუქი ტრავმის დროს, როდესაც სახსარია ნაღრძობი ან მყესია დაჭიმული, ზოგჯერ რეკომენდებულია დაზიანებული კიდურის გარკვეული პერიოდით დაფიქსირება, იოგოვანი და კუნთოვანი ქსოვილის მოსვენების, კიდურის დაზოგვისა და სწრაფი რეაბილიტაციის მიზნით. ერთი შეხედვით მსუბუქად ტრავმირებული სახსრის მკურნალობაც კი, თუ დროულად არ მოხდა, შესაძლოა პრობლემური გახდეს. საბედნიეროდ, ხელის ყველა მოტეხილობა საოპერაციო არ არის და უმრავლესობა მკურნალობას ექვემდებარება. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გასწორდება და დაფიქსირდება მოტეხილი ფრაგმენტები. სწორი ფიქსაცია მოტეხილი ადგილების შეხორცების, დაზიანებული უბნისა თუ კიდურის სწრაფი რეაბილიტაციის საწინდარია. აქედან გამომდინარე, ხშირად საჭირო ხდება სხვადასხვა დამხმარე საშუალების გამოყენება – როგორიცაა მხრის ფიქსატორი. ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კომპანია “ახალ ხედვას”, რომელიც უმაღლესი ხარისხის ამ პროდუქციას მომხმარებლებს 2012 წლიდან სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის 12 მაღაზიაში ხელმისაწვდომ ფასად სხვადასხვა დანიშნულების მქონე მხრის ფიქსატორებს შეხვდებით. მაგალითად, ხელის საკიდი ღვედი ან მხრის ბანდაჟი გამოიყენება მხრის მოტეხილობის, ღრძობის, დისლოკაციის ან ართრიტის დროს. რაც შეეხება მხრის სამაგრს, ის იდეალურია მხრის გაციებისა და ბურსიტის შემთხვევაში,მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობის დროსაც,რადგან ის დამზადებულია ჰაერგამტარი ქსოვილისაგან და არ ქმნის დისკომფორტს ვარჯიშის დროს. აღსანიშნავია, რომ სათანადო ფიქსატორის გამოყენება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. მხრის ფიქსატორების ტარება საშუალოდ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა, ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. გირჩევთ, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ.