მოხრილი მხრები და ზურგი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

მოხრილი მხრები და ზურგი თანამედროვე ცხოვრების წესის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ძირითადად, საათობით სმარტფონში თავდახრილი ყურება  ან კომპიუტერთან არასწორი ჯდომა სახელდება ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად. ბუნებრივია, რომ ადამიანები პროფესიისა და საქმიანობის შეცვლას ვერ ახერხებენ და პრობლემის გასამკლავებლად სხვა გზებს ეძებენ. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის მქონე ადამიანები მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ და ივარჯიშონ ზურგის ტკივილის თავიდან ასარიდებლად.

სიმპტომები

მოხრილი მხრები და ზურგი იწვევს დისკოფორტსა და ტკივილს, რაც საგრძნობლად მოქმედებს ყოველდღიური ცხოვრების წესზე. ამ პრობლემის სიმპტომებია:

  • დაჭიმულობა კისრისა და მხრების არეში;
  • თავის ტკივილი, ხშირად ტკივილი იწყება კეფის არეში და გადადის შუბლზე, რაც გამოწვეულია კისრის კუნთების გადაძაბვით.
  • წელის ტკივილი, როდესაც ზურგის ზედა ნაწილი არასწორ პოზიციაშია, წელი იღებს ორმაგ დატვირთვას კომპენსაციისთვის.

რა იწვევს მხრებისა და ზურგის მოხრილობას?

რა თქმა უნდა, მხრებისა და ზურგის მოხრილობის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა,   ხშირად  ეს  ყოველდღიურ  ცხოვრების წესს, საოფისე სამუშაოს და კომპიუტერთან საათობით ჯდომას უკავშირდება. უმოძრაო ცხოვრების წესი ადუნებს კუნთებს – ამ დროს კი მთელი დატვირთვა ხერხემალზე მოდის.  მოხრილი მხრებისა და მოხრილი ზურგის გამომწვევი მიზეზებია:

  • ხერხემლის დაავადებები;
  • პროფესიები;
  • დიდხანს არასწორ მდგომარეობაში ჯდომა.

ზურგის მხრების მოხრილობის მკურნალობა

ვისაც მოხრილობა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიში  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალებაა. ჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად მხრებში გასაშლელი ქამრები ადამიანებს ზურგის არეში არსებულ ტკივილს უმსუბუქებს და ხერხემალს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ხერხემლის ქამარი – დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან, მთელ სიგრძეზე აქვს მეტალის ჩანართები, რაც ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. გამოიყენება ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციისა და მრავლობითი თიაქრის დროს, ექიმის დანიშნულებით.
  • ზურგის კორსეტი – დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად არის შესაძლებელი.   ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს. აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომელიც აძლიერებს ფიქსაციას.
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.

ამ პროდუქციის გამოყენებამდე უმჯობესია, რომ  პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ, რადგან, მათი ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like these