მუხლის სტაბილიზატორი სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. მუხლის ტკივილი ნებისმიერი ასაკის ადამიანში შესაძლოა გაჩნდეს და მკურნალობაც პაციენტმა სახლის პირობებში დაიწყოს. ტკივილისა და დისკომფორტის დროს, კი მუხლის უმოძრაოდ გაჩერება მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ პაციენტები ამ დროს ხშირად სარგებლობენ მუხლის სტაბილიზატორით.
როდის არის საჭირო მუხლის სტაბილიზატორის გამოყენება?
მუხლის ტკივილის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება უეცარ ტრავმასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა ტკივილი შესაძლოა ისეთი დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა იოგის გახევა ან მყესისა და ხრტილის დაზიანება. ამ პრობლემებისა და სხვა უფრო რთული დაავადბების დროს რეკომენდირებულია მუხლის სტაბილიზატორის გამოყენება. ეს პროდუქტი ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს მუხლის არეში. მუხლის სტაბილიზატორს იყენებენ:
- ართრიტის;
- ნიკრისის ქარის;
- ბურსიტის;
- სხვადასხვა სახის ინფექციების;
- მენისკის დაზიანების;
- ტრავმების დროს.
როგორ შევარჩიოთ მუხლის სტაბილიზატორი?
მუხლის სტაბილიზატორი არსებობს როგორც უჩანართო, ასევე მეტალის ან პლასტმასის ჩანართით. შესაბამისი საფიქსაციოს შერჩევა ხდება პრობლემის ტიპისა და მისი ხასიათის მიხედვით. თუ გვესაჭიროება სახსრის სრული იმობილიზიცია, რეკომენდებულია მუხლის ორთეზის ან მეტალისჩანართიანი ფიქსატორის გამოყენება.შეძენამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- მარტივი მუხლის დამჭერი – გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.
- მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი – გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. არსებობს როგორც მოკლე,ასევე გრძელი მოდელი,რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.
- მუხლის ფიქსატორი რკინის ჩანართებით – მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს იოგების დაჭიმულობის, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
- მყესის დამჭერი – გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს.
სად შევიძინოთ მუხლის სტაბილიზატორი
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის სტაბილიზატორს სთავაზობს. პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი. საქართველოში სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანია თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში საფირმო ფილიალებით არის წარმოდგენილი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.