რისთვის გამოიყენება ორთოპედიული ქამარი?

ორთოპედიულ ქამრებს ადამიანები წელის ტკივილისა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი ადამიანებს ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარება, ასევე ეფექტურია მათი გამოყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, ლორდოზი, სქოლიოზი და ხერხემლის სხვა პათოლოგიები. ორთოპედიული ქამრები ასევე ინიშნება პროფილაქტიკის, ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით.  წელის ტკივილის დროს ძალიან ეფექტურია ცურვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, მაგრამ მასთან ერთად ასევე რეკომენდებულია ორთოპედიული  ქამრების  გამოყენება. ეს ორთოპედიული პროდუქტები ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას, ახდენს წელის სტაბილიზაციას და ხსნის დატვირთვას. წელის ქამარს შეიძლება ჰქონდეს პლასტმასის ან მეტალის ჩანართი,რაც უზრუნველყოფს ფიქსაციას შესაბამისი ხარისხით. ეს პროდუქტები ერთმანეთისგან გასხვავდება დანიშნულებითა და მასალით. მაგალითად, წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. მას, ძირითადად  რევმატული ტკივილის დროს იყენებენ . არსებობს ასევე  წელის მატყლის კორსეტი, რომელსაც  სითბური ეფექტი აქვს და ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას წელისა და მუცლის არეში . ზურგის კორსეტი კი  –  ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის  დამზადებული და მისი ტარება ძალიან მარტივია ტანსაცმლის შიგნითაც. ამ ორთოპედიულ ქამარს იყენებენ  ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ასევე გაითვალისწინეთ , რომ სწორად შეარჩიოთ ზომა, რათა ორთოპედიული ქამარი იყოს მაქსიმალურად ეფექტური თქვენთვის. ორთოპედიული ქამრების ზომა კი  ძირითადად, ჭიპის დონეზე წელის გარშემოწერილობის მიხედვით შეირჩევა, ამიტომ პროდუქტის მეტი ეფექტურობისა და კომფორტული მოხმარებისთვის, დააკვირდით მწარმოებლის მიერ ყუთზე დატანილ ზომის ცხრილს ან მიმართეთ კვალიფიციურ კონსულტანტს.

სად შევიძინოთ ირთოპედიული ქამრები?

კომპანია “ახალი ხედვაში” უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ორთოპედიული ქამრებია წარმოდგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქციას იყენებენ როგორც ხერხემლის პრობლემების, ასევე ოპერაციის შემდგომ, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნითაც. აუცილებელია, რომ მის ხარისხს ყურადღება მივაქციოთ. “ახალი ხედვის” პროდუქცია კი ამის გარანტიაა, რადგან სამედიცინო ჯგუფი იმპორტს თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან წლებია აწარმოებს. მათი შეძენა სესაძლებელია თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 12 მაღაზიაში. გარდა ამისა, პროდუქტი შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში შეარჩიოთ და შეიძინოთ. სასურველ პროდუქტს კი ფოსტით ან საკურიერო მომსახურებით მიიღებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *