საზარდულის თიაქრის ქამარი (გრიჟის ქამარი)

საზარდულის თიაქრის ქამრებს პაციენტები აქტიურად გამოიყენებენ. არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი საზარდულის თიაქრის ქამრები, რომლებიც ინდივიდუალური პრობლემის მიხედვით უნდა შეირჩეს. საზარდულის თიაქრის დროს ეს პროდუქტი დისკომფორტს ხსნის  და რეკომენდირებულია მისი ტარება ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც, რადგან ის გართულებების პრევენციას ახდენს. საზარდულის თიაქრის დროს ავადმყოფი, როგორც წესი,  უჩივის მუცელში სიმძიმის შეგრძნებას, საზარდულის არეში ცვალებადი მოცულობის შებერილობას, რომელიც წოლისას ქრება. ჩვეულებრივ ეს ნიშნები დაძაბულობის ან ხველის დროს ვლინდება. პაციენტს ამ დროს ისეთი სიმპტომები აწუხებს როგორიცაა: გამობერილობა ბოქვენის ძვალთან, წვა, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, სისუსტე და სხვა. თიაქრის ხშირი გართულებაა ჩაჭედვა ან ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, რაც,დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებს.თიაქრის სრულყოფილი პროფილაქტიკა შეუძლებელია, მაგრამ  მისი პროგრესირების პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვით და საზარდულის (გრიჟის) ქამრის ტარებით უნდა მოხდეს.

სად შევიძინოთ გრიჟის ქამრები?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საზარდულის თიაქრის,როგორც მას ხალხში უწოდებენ – გრიჟის ქამრებს სთავაზობს. მათი შეძენა თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 12 ფილიალშია შესაძლებელი. სამედიცინო ჯგუფის გრიჟის ქამრების  შეძენა შეგიძლიათ, როგორც კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში, ასევე ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობითაც. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ. კომპანია “ახალი ხედვის” საზარდული თიაქრის ქამრები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის  ელასტიური ქსოვილისგან, თიაქრის არეში კი მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში, არის სტანდარტული ზომის და  გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარიც. მათი  მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდი – მორსა/MorsaCyberg. მორსა/MorsaCyberg – თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს  მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს, ის საქართველოში  „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. 

რა უნდა გაითვალისწინოთ გრიჟის ქამრების გამოყენებისას?

გრიჟის ქამარი უნდა შეარჩიოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე. იმის მიხედვით ცალმხრივი საზარდულის თიაქარი გაქვთ თუ ორმხრივი. უმჯობესია ეს პროდუქტი ექიმის დიაგნოზის შემდეგ შეარჩიოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *