წელის გაკავება – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

წელის გაკავებას მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი ახასიათებს, რომელიც კუნთების სპაზმითაა განპირობებული. ამ დროს განსაკუთრებით რთულდება მოძრაობა, დახრა და დიდიხნის განმავლობაში ჯდომა და დგომა. წელის გაკავება ძირითადად დროებითია და შესაბამისად მისი მკურნალობაც მოკლე ვადაშია შესაძლებელი. ეს არის წელის არეში გაჩენილი უეცარი, მკვეთრი ლოკალური შეტევა, რომელსაც წელის კუნთების დაჭიმვა ერთვის თან. წელის გაკავების დროს მტკივნეული შეგრძნებები ლოკალიზდება ძვლებში, იოგებსა და კუნთებში.

რა იწვევს წელის გაკავებას?

წელის გაკავების დროს დახველება, დაცემინება წელის კუნთების სპაზმსა და ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებს.  უეცარი ტრავმების გარდა წელის გაკავება შესაძლებელია უკავშირდებოდეს რთულ მიზეზებსაც – მაგალითად, წელის მალებში მიმდინარე დეგენერაციული პროცესებს. ამ დროს მალათაშუა დისკსა და მის ფიბროზულ რგოლში განვითარებული ცვლილებების გამო ღიზიანდება მგრძნობიარე რეცეპტორების დაბოლოებები და ვითარდება ტკივილი. შედარებით იშვიათად, ეს პრობლემა შესაძლოა უკავშირდებოდეს ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადებას, რევმატულ პათოლოგიას, ინფექციას ან სიმსივნეს. გარდა ამისა წელის გაკავების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • უხერხული მოძრაობა;
  • მძიმე საგნის აწევა;
  • ბავშვის მოვლა;
  • მანქანის ხანგრძლივი მართვა;
  • ავარია;
  • დაცემა.

როგორ ავირიდოთ თავიდან წელის გაკავება?

წელის გაკავების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია მოერიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, არასწორ მდგომარეობაში ძილსა და დიდხანს ერთ პოზაში ყოფნას. გარდა ამისა პრევენციის მიზნით რეკომენდირებულია მსუბუქი ფიზიკური აქტივობები ცურვა, ფეხით სიარული და პილატესი. ეს პროცესი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და კუნთებს აძლიერებს.

წელის გაკავების მკურნალობა

მკურნალობის პროცესის სამართავად რეკომენდირებულია წელის ქამრების გამოყენება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის არეში  დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების რეაბილიტაციის მიზნით. წელის ქამრები ხერხემალს  სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ამცირებს წელის ტკივილს. ამ რჩევების მიუხედავად, თუ წელის ტკივილი დიდხანს გაგრძელდა უმჯობესია, რომ ექიმთან ვიზიტი დაიგეგმოს და ინდივიდუალური მკურნალობა დაინიშნოს. მათი ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება მოკლე პერიოდით მოგიწიოთ თუმცა, პრობლემიდან გამომდინარე ეს პროდუქტი ხანგრძლივი ვადითაც ინიშნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *