პლანტოგრაფია ტერფის გამოკვლევის თანამედროვე მეთოდია, რომელიც პათოლოგიური პროცესის დინამიური დაკვირვების წარმოების შესაძლებლობას იძლევა. ეს მეთოდი გამოირჩევა მაღალი ინფორმატიულობითა და სრული ობიექტურობით, რომელსაც არ ახასიათებს უკუჩვენებები და სრულიად უვნებელია. პლანტოგრაფია არის ტერფის ციფრული კვლევის მეთოდი. ამ პროცესის დროს სამ-განზომილებაში პირდაპირი სკანირება და პარამეტრების ანალიზი ხდება.
როგორ კეთდება ტერფის პლანტოგრაფია?
კომპიუტერული პლანტოგრაფია წარმოადგენს ტერფის ციფრული კვლევის მეთოდს, რომელიც ტერფის პირდაპირ სკანირებას გულისხმობს. ის ზომების დამახინჯების გარეშე გვაძლევს ხარისხიანი სურათების მიღების შესაძლებლობას. პროგრამა ახდენს პარამეტრების, ინდექსების, კუთხეების ანალიზსა და გათვლას, რაც გვაძლევს სხვადასხვა დარღვევების დადგენის, ბრტყელტერფიანობის გამოვლენისა და ბრტყელტერფიანობის ტიპის განსაზღვრის საშუალებას. ტერფის პლანტოგრაფია უზრუნველყოფს ხარისხიან და სწრაფ გათვლებსა და ასრულებს სკანირებას სამ განზომილებაში, რაც იძლევა საშუალებას ზუსტად შეირჩეს ინდივიდუალური ღაბაში (სუპინატორი).
როდის არის საჭირო ტერფის პლანტოგრაფია?
ტერფზე არსებულ პრობლემებს მოჰყვება მთელი სტრუქტურული ცვლილებები. ტერფის დეფორმაცია მოქმედებს მთელს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე და შესაძლოა, განვითარდეს სქოლიოზი, რასაც ცირკულაციის დარღვევა და თავის ტკივილები მოჰყვება. ამიტომ დროული დიაგნოსტიკისა და სათანადო მკურნალობის ჩატარება უმნიშვნელოვანესია. ტერფის ფუნქციონალური კვლევა მიზანშეწონილია 3-4 წლის ასაკიდან. საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდი კი 4-დან 8 წლამდეა. ბავშვებში ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21კგ-ს. ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად მოსულ პაციენტს სასურველია, თან ჰქონდეს ერთი ან ნახევარი ზომით დიდი, სქელძირიანი, სპორტული სტილის ფეხსაცმელი, რომელსაც ეღება ლანჩი.