კისრის ბალიში საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. გარდა ამისა, მისი გამოყენება ხელს უწყობს სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის დარღვევის, წელის, თავის ტკივილისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების აღმოფხვრას. კისრის ბალიში გამოიყენება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით.
რა ბენეფიტები აქვს კისრის ბალიშს?
თუ ღამე კომფორტულ პოზიციას ვერ არჩევთ და ერთ ადგილას ვერ ისვენებთ დიდია იმის შანსი, რომ ვეღარ დაიძინოთ. ძილის ცუდი რეჟიმი, კი იწვევს სხვა პრობლემებს, მათ შორის: გონებრივ დაღლილობას, პროდუქტიულობის ნაკლებობას, სიმსუქნესა და დიაბეტს. კარგი ძილით, კი თქვენ გააუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და აიმაღლებთ ცხოვრების ხარისხს. ორთოპედიული ბალიშები, კი უზრუნველყოფენ მოძრაობის განაწილებას, რაც ნიშნავს, იმას რომ მშვიდი ძილი გარანტირებული გაქვთ. კისრის ბალიში:
- ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში;
- უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას;
- უზრუნველყოფს მოძრაობის აბსოლუტურ შეზღუდვას კისრის მალების მოტეხილობისა და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს.
რა ტიპის კისრის ბალიშები არსებობს?
კისრის ბალიშები დიდ როლს ასრულებს როგორც სხვადასხვა პრობლემის მართვის, ასევე დაავადების მკურნალობისა თუ რეაბილიტაციის პროცესში. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- კისრის ორთოპედიული ბალიში – გამოიყენება კისრის ოსტეოქონდროზის, ცერვიკალური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრისა და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. ის უზრუნველყოფს კისრისა და მხრის კუნთების, ხერხემლის სვეტის და სასუნთქი გზების სწორი ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებას ძილის დროს.
- კისრის გასაბერი ბალიში – საუკეთესო საშუალებაა კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენების დროს. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
- კისრის ორთოპედიული ბალიში – განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.
რა უნდა ვიცოდეთ კისრის ორთოპედიულ ბალიშზე?
კისრის ბალიშის შეძენამდე გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე. ამ პროდუქტის დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც ძალიან მარტივია, რადგან პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას. მისი ანატომიური ფორმა საშუალებას იძლევა მოირგოთ სასურველ ფორმაზე და დაარეგულიროთ თქვენი კომფორტის მიხედვით.