კომპრესიული წინდა მუხლამდე

კომპრესიული წინდა მუხლამდე მრავალმხრივი დანიშნულებით გამოიყენებენ. მას აქტიურად ატარებენ სპოტსმენები და ორსულები, თუმცა მაინც მათი ძირითადი მომხმარებლები ვარიკოზით დაავადებული ადამიანები არიან. ეს პროდუქტი ეფექტურია, როგორც  ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ვარიკოზის პრევენციისთვის. კომპრესიულ წინდებში რამდენიმე კლასი არსებობს:

  • პირველი – გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს.
  • მეორე და მესამე კლასის კომპრესიული წინდებისა და კოლგოტების ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.

კომპრესიული წინდა გამოიყენება ოპერაციამდე, ოპერაციის დროსა და ორსულობის პერიოდში. ამიტომ ვარიკოზის გეტრის შერჩევამდე უმჯობესია, რომ, პირველ რიგში, მიაკითხოთ ექიმს და მისი მითითების შესაბამისად შეიძინოთ.

რა ბენეფიტები აქვს კომპრესიულ მუხლამდე წინდას

კომპრესიული წინდა მუხლამდე ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებასა და ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას. კომპრესიული  წინდა ხელს უწყობს:

  • ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
  • ფეხებში სიმძიმის შეგრძნების მოხსნას;
  • დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;
  • კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

როგორ გამოვიყენოთ კომპრესიული წინდა მუხლამდე?

კომპრესიულ წინდებს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. სასურველია, რომ მის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ პირად ექიმთან და მისი გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განსაზღვროთ წინდების გამოყენების ხანგრძლივობა. ამ პროდუქტს იყენებენ  ოპერაციამდე, ოპერაციის დროს, ორსულობის პერიოდში. რაც შეეხება მისი გამოყენების წესებს – რეკომენდებულია, რომ წინდები ჩაიცვათ დილით, ისე, რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უმჯობესია, რომ მათ ჩასაცმელად გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა ფრჩხილით არ მოხდეს წინდის მექანიკური დაზიანება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *