როგორ მოვირჩინოთ წელის ტკივილი?

ბევრი ვერსია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ მოვირჩინოთ წელის ტკივილი. ამ პრობლემის გამომწვევი სხვადსხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მედიკოსები წელის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად მჯდომარე ცხოვრების წესს, ხერხემლის პათოლოგიებს, ფიზიკურ დატვირთვას და პროფესიულ საქმიანობას მიიჩნევენ.  წელის ტკივილის მიზეზებია:

  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დაავადებები;
  • მოუხერხებელი მოძრაობა;
  • ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
  • სპონდილოზი;
  • რადიკულოპათია ;
  • კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება.

წელის ტკივილი თუ რომელიმე დაავადებას არ უკავშირდება, მისი მართვა და მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ამის დასადგენად, აუცილებელია, პირველ რიგში, ექიმთან დაგეგმოთ ვიზიტი. გარკვეულწილად, ეს პრობლემა ჩვენი ცხოვრების წესის, საქმიანობის ან პროფესიის გამო ჩნდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ წელის ტკივილი თანამედროვე ტექნოლოგიებთანაც პირდაპირ კავშირშია. ამ დროს მკურნალობის პროცესის სამართავად რეკომენდებულია წელის კორსეტებისა და ქამრების გამოყენება. წელის ტკივილის თავიდან ასაცილებლად:

  • გააძლიერეთ თქვენი წელის კუნთები. ეს შესაძლებელია ცურვით და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშებით. გარდა ამისა, ამ დროს რეკომენდირებულია იოგა,  პილატესი და ფეხით სიარული.
  • გამოიყენეთ ორთოპედიული ქამრები;
  • მოერიდეთ სიმძიმეების აწევას;
  • მოერიდეთ დიდხანს ერთ პოზიციაში ჯდომას.

წელზე არსებული პრობლემების დროს ასევე, რეკომენდირებულია ფიზიკური აქტივობა, ცურვა და ვარჯიშები. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანს, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივად არის შესასრულებელი და მდგომარეობას საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ:

  1. ზურგზე წოლის დროს ხელები ხელისგულებით ქვემოთ ტანის გასწვრივ უნდა გაჭიმოთ. ჩაისუნთქეთ და თავი წამოსწიეთ. მოხარეთ ტერფები და ხელის მტევნები. ნელა და თანმიმდევრულად დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას. (შეასრულეთ 20-მდე)
  2. ზურგზე წოლის დროს ხელები მოათავსეთ თავის ქვეშ. ჩაისუნთქეთ და თვლაზე “ერთი” გამართული ფეხები მაღლა ასწიეთ. თვლაზე “ორი” მოხარეთ, თვლაზე “სამი-ოთხი” გაშალეთ და ნელა დაუშვით. ( შეასრულეთ 8-10-ჯერ)
  3. ზურგზე წოლის დროს ფეხები ასწიეთ და ერთ-ერთი მუხლის სახსარში მოხარეთ. წარმოიდგინეთ, რომ ველოსიპედის პედლებს ატრიალებთ და ორივე ფეხით შეასრულეთ წრიული მოძრაობები. განაგრძეთ 3 წუთი, თან თავისუფლად ისუნთქეთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *