ხერხემლის დაჭიმულობას ძირითადად ძლიერი ფიზიკური დატვირთვა იწვევს, რაც ძალიან მტკივნეულია. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. ხერხემლის ტკივილის მკურნალობა მარტივი არ არის. ამ პრობლემას უმკლავდებიან როგორც მედიკამენტების მიღებით, ასევე ვარჯიშებით, მასაჟებითა და ფიზიოთერაპიით.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის არეში დაჭიმულობა?
დიდი დროით ტელეფონში ყურება, კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომა ხელს უწყობს ხერხემლის არეში დაჭიმულობას. გარდა ამისა, არასწორ მდგომარეობაში ძილი ხშირად ხდება ამ პრობლემის მაპროვოცირებელი მიზეზი. ხერხემლის დაჭიმულობას იწვევს:
- არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომა/წოლა;
- პროფესიული საქმიანობა;
- სიმძიმეების აწევა;
- ფიზიკური ვარჯიშების შესრულება გახურების გარეშე;
- ემოციური დაძაბულობა.
რა სიმპტომები ახასიათებს ხერხემლის არეში დაჭიმულობას?
ხერხემლის არეში დაჭიმულობა ხშირად ვლინდება სპორტსმენებში. მას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს – შესაძლოა იყოს მწვავე, ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. როგორც წესი, ტკივილი ხშირად ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ გამოწვეული დაჭიმულობის შედეგად ვლინდება.
როგორ ვუმკურნალოთ ხერხემლის არეში დაჭიმულობას?
ხერხემლის არეში დაჭიმულობის დროს ადამიანების მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. მათ მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ფიქსატორები აფიქსირებს წელის ან მთლიანად ზურგის არეს, ამცირებს დატვირთვას მასზე და შესაბამისად ხსნის შემაწუხებელ დისკომფორტს. ეს პროდუქტი არსებობს სხვადასხვა სიგრძის, მათ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები აქვთ. ქამრები დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან, ასევე გვხდება აკრილის კორსეტებიც, რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა და ამიტომ მათ ძირითადად, რადიკულიტისა და რევმატული ტკივილის დროს იყენებენ. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და კიფოზისთვის განკუთვნილი ხერხემლის ქამრები.
